თამარ ტალიაშვილი: სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში
აშშ-ში საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილის განცხადებით, სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე შუა დერეფნისა და ტრანსკასპიური დაკავშირებადობის განვითარებაში აშშ-ის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში.
"სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში.
საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოს საკვანძო ადგილს ტრანსკასპიური დაკავშირებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განსაკუთრებით დასაფასებელია სენატორი დეინსის როლი აშშ-ის სენატსა და ქვეყნის საგარეო ურთიერთობების დღის წესრიგში შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობის ხაზგასმის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ მის ამ მნიშვნელოვან პორტფელს სენატორი დეივ მაკკორმიკი ჩაიბარებს, რომელმაც უკვე დაადასტურა რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა," - წერს თამარ ტალიაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…