თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კეიტ დილონს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კეიტ დილონს შეხვდა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, განათლებისა და კულტურის ბიუროს ხელმძღვანელს, კეიტ დილონს შეხვდა.
სოციალურ ქსელში თამარ ტალიაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება და განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და პარასპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას აშშ-ში, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, შედეგზე ორიენტირებული ინიციატივების, ვიზიტების გაცვლისა და ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…