პროტესტი თბილისის მერიასთან – შეხვდება თუ არა კალაძე ცხოველთა უფლებადამცველებს?
თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებადამცველები კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მუშაობა გაკონტროლდეს. აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ აქტივისტი დავით ზანდუკელი დააკავა.

თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებადამცველები თბილის მერ კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
უფლებადამცველები მთავარი მოთხოვნაა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს, რათა მათი მუშაობა გაკონტროლდეს.
ცნობილია, რომ აქციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ აქტივისტი დავით ზანდუკელი დააკავა, რომელიც პროტესტის აქტიური მონაწილე იყო.
“მოვითხოვთ, რომ შეგხვდეს ბატონი მერი, რომელიც ვიცით, რომ იმყოფება აქ დღეს, ამ მომენტში, თუ ეს შეხვედრა არ გამოვა მაშინ უკვე მოქალქეებს გავაცნობ შემდგომ სამოქმედო გეგმას. მოთხოვნები არის იგივე, გაუშვან ადამიანები სასწრაფო წესით, რათა გააკონტროლონ სიტუაცია თუ რა ხდება იქ, ასევე შემუშავდეს ეფექტური კონტროლის მექანიზმი უფლებადამცველებთან ერთად, რომ საზოგადოებამ დაიზღვიოს თავის ნამ სიტუაციისგან მომავალში და ასევე შიდა მოკვლევებიც დაიწყოს გამოძიებასთან ერთად და სასწრაფო წესით პოტენციურად ეჭვმიტანელ პასუხიმგებელ პირებს შეუჩერდეთ უფლებამოსილება” – აცხადებენ უფლედამცველები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…