პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, სადაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე.

„საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს, მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებით განხორციელებული ერთობლივი პროექტებისა და სავაჭრო თანამშრომლობის შედეგად აზერბაიჯანი 2000 წლიდან სტაბილურად იკავებს ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში.

დადებითად შეფასდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა თბილისსა და ბაქოს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში გიორგი ზაქარაშვილი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაელ ჯაბაროვი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 8ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიეკონომიკის მინისტრი ბაქოში გაემგზავრა - როგორია საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირები
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
  3. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
  4. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
  5. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
  7. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
  8. POSTVსამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
  9. BM.GEოპოზიციურიმარიამ ქვრივიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
  10. პირველი არხისამთავრობოაზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისა და მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
  11. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანში ვიზიტს განაგრძობს
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები