რატი იონათამიშვილი ხატია დეკანოიძეზე: საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება დრო, როცა ოპოზიციას სასამართლო უცხო ძალებისთვის ოკუპირებული ჰქონდა
რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია სასამართლოს შეურაცხყოფს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნებას არ ემორჩილება, და აღარ დაბრუნდება დრო, როცა ის უცხო ძალებისთვის იყო ოკუპირებული.

სასამართლოს შეურაცხყოფენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნებას და სურვილებს არ ემორჩილება, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ხატია დეკანოიძის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება დრო, როცა ოპოზიციას სასამართლო უცხო ძალებისთვის ოკუპირებული ჰქონდა.
„ეს ყველაფერი აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობასაც, ვინაიდან ხან ითხოვენ ვეტინგს უცხოელების ჩართულობით, ხან თითქოს ქართველი იურისტებიც გააკეთებენო ამას. ქართველ იურისტებში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავებს გულისმობენ, მაგრამ ესენი როგორც იურისტებიც და როგორც პოლიტიკოსებიც წარსულის ანაბარა არიან დარჩენილები", - განაცხადა იონათამიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თავხედები და ქედმაღლები უწოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…