პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატი იონათამიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს

საკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტი

დეპუტატ რატი იონათამიშვილის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია თავის მართლების რეჟიმშია გადასული, რაც მის მიერ დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.

რატი იონათამიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს
პირველი არხი

საკონსტიტუციო სასამართლოში რაც დრო გადის და მეტად ლაპარაკობენ, საკუთარ თავებს უფრო მძიმე, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია გადასულია თვითმართლების რეჟიმში, რაც კარგია.

„ეს ნიშნავს, აღიარებენ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის კონსტიტუციის წინაშე და ახლა ცდილობენ, ყველაფერი რამენაირად უარყონ, მაგრამ არ გამოუვათ, რადგან უკვე ფაქტობრივი ტყუილების ამარა არიან დარჩენილები. ეს აჩვენებს იმას, ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ აქვთ, არაფერი აქვთ სათქმელი გარდა იმისა, რომ თავი იმართლონ და სცადონ, საკონსტიტუციო სასამართლო და საზოგადოება მოატყუონ. ამ ყველაფრით აუფრო მეტი საფუძველი იქმნება, რომ საზოგადოება კიდევ უფრო დარწმუნდეს, არიან არა მხოლოდ ქვეყნის ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების, არამედ საქართველოს კონსტიტუციის მტრები. როდესაც შენი ოფისი ფაქტობრივად გადაქცეული იყო პიროტექნიკის საწყობად, რომელსაც იყენებდნენ სამართალდამცველების წინააღმდეგ და ეს ნამდვილად იყო არა მხოლოდ ძალადობის აქტი, არამედ გამიზნული ქმედება, რომ სახელმწიფო დაენგრიათ. ყველას კარგად ახსოვს, როგორ გამოდიოდნენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. ამ მცდელობაში ევრობიუროკრატიასაც სჯობდნენ. ეს ყველაფერი არა მხოლოდ არქივებშია, არამედ ჩვენს მეხსიერებაშია ჩარჩენილი. შესაბამისად, მარტივია მათი მხილება. მძიმე მდგომარეობაში არიან და ეს რეალობა დაიმსახურეს, რადგან ვინც ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რატი იონათამიშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მხოლოდ ემსახურება იმას, რომ უსამშობლო აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ იყოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები