პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ბერამ სუს-ს დაავალა აი ამ ფეიქრიშვილების წამება ციხეში, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაუარი უთხრა ასეთ მავნებლობაზე” – ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ბერამ სუს-ს ციხეში ფეიქრიშვილების წამება დაავალა, თუმცა გეკა გელაძემ უარი თქვა, რის გამოც სამსახურიდან გააგდეს. მან სასამართლოში ციხის მაღალჩინოსნების გირაოთი გათავისუფლება გააკრიტიკა.

,, ბერამ სუს-ს დაავალა აი ამ ფეიქრიშვილების წამება ციხეში, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაუარი უთხრა ასეთ მავნებლობაზე” – ალეკო ელისაშვილი
ალია

ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე განაცხადა:

,,ერთი წელია ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში გამომწყვდეული და აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ჩემი ოჯახის წევრებს ვხედავ სასამართლოში, დედაჩემი და მამაჩემი ერთი წელია არ მინახავს, არ მარეკინებენ, წერილებს ვერ ვგზავნი.

და რატომ ვამბობ ახლა ამ ამბავს: შაბათს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და გლდანის ციხის დირექტორს, და გირაო შეუფარდა სასამართლომ. რა საქმეზე? რომ ამ ადამიანებმა გამაოგნებელი დანაშაული ჩაიდინეს: გლდანის ციხეში შეიყვანეს, დაგეგმეს და განახორციელეს ისეთი რამ, სააკაშვილის დროს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ მომხდარა ასეთი წინასწარ დაგეგმილი, გამაოგნებელი სისტემური დანაშაული, როდესაც კრიმინალების ჯგუფი შეიყვანეს ადამიანთან, რომლის მკვლელობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი ერთ-ერთ ეპიზოდში თავს, და ოთხი დღე აცემინეს და აწამებინეს საკანში.

სინამდვილეში ამ საქმეში ორი ადამიანის ბრალი კი არა, ათეულობით ადამიანია ჩართული, ხო? ვინც შეიყვანა ადმინისტრაციის თანამშრომლები, ის სამედიცინო პერსონალი, იქ რეჟიმის სამსახურია, იქ უსაფრთხოების სამსახურია, ვიდეომონიტორინგი მიდის – როგორ შეიძლება ოთხი დღე უყურებდე ვიდეოკამერაში, რომ აწამებენ ვიღაცას და რეაქცია არ გქონდეს? თუ გამორთული იყო ვიდეოკამერა, რატომ იყო ოთხი დღის განმავლობაში ისე, რომ არავინ არ შეიმჩნია? სამედიცინო პერსონალმა რატომ არ მიაქცია ყურადღება? რატომ ვამბობ ამას?

ამ საქმეში არის ათეულობით საქმე და უამრავი მტკიცებულება, რომლის განადგურება, ამ მოწმეებზე ზეწოლა ძალიან მარტივად შეუძლია პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, და ასეთ ვერტიკალურ სისტემაში დირექტორს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, მოგეხსენებათ, ყოფილ დირექტორსაც, და ციხის დირექტორს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებოდნენ ის მოწმეები. და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ასეთი ხალხი. და პროკურატურა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რომ შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ, იქ შეიძლება ვიდეომტკიცებულებების წაშლა მოხდეს, იქ ათასი მტკიცებულების წაშლა მოხდეს.

და პრობლემას ხედავენ იმაში, რომ მე ციხეში ვარ გამომწყვდეული, მკაცრი რეჟიმის ციხეში, სამი ვიდეოკამერა მაქვს თავზე დამაგრებული და ყველანაირი კომუნიკაცია მიკრძალული მაქვს, აი ესეთი მარაზმატიკული ბრალდებით, რომ თურმე ციხიდან შეიძლება ძაღლს დავურეკო და ზეწოლა მოვახდინო.

მოკვდებოდი სიცილით, ეს რომ რაღაცა მოთხრობა წაგეკითხა რა, ო’ჰენრის სტილში დაწერილი მოთხრობაა, რაღაცა, ჩემს თავს რომ არ ხდებოდეს და ამ ქვეყნის თავს რომ არ ხდებოდეს ეს. რომ დირექტორს ციხის და პენიტენციურის უფროსს გირაოთი უშვებენ და პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ამ ხალხმა შეიძლება ზეწოლა მოწმეებზე მოახდინონ, და ჩემში ხედავენ ერთი წელია პრობლემას, რომ ციხიდან შეიძლება ძაღლს… რა უნდა ვუქნა ძაღლს? აი, რომ დავურეკავ, რა უნდა ვქნა? დავუყეფო ტელეფონში? ჯერ რა ძაღლია, არც ვიცი სად არის… საერთოდ არ არსებობს.

ნაღდად არ მეგონა, გეკა გელაძის მიმართ თუ გამიჩნდებოდა პატივისცემა. აი, აქ ყველასთან ბოდიში, მაგრამ მაგ კაცის მიმართ პატივისცემა გამიჩნდა და არ მეგონა. ჩემი ინფორმაციით, ხმამაღლა მინდა ვთქვა, არ მომისმენია ტელევიზიით, უბრალოდ ვიცი, როგორც ვიცი: ბერამ, მას შემდეგაც სუს-ს დაავალა აი ამ ფეიქრიშვილების წამება ციხეში, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაც, ჩემდა გასაოცრად, აღმოაჩნდა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და პრინციპულობა და უარი უთხრა ასეთ მავნებლობაზე და ბოროტებაზე, და ამის გამო გააგდეს სამსახურიდან. ხოდა, მე მინდა აი ესე აქედან შევუთვალო პატივისცემა ნამდვილად გეკა გელაძეს და ყველა ისეთ ადამიანს, რომელიც უკანონობას ხელს არ უწყობს და ყოჩაღ, რომ ყოფილა გამონაკლისი, რომ ასეთი ადამიანი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიგეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა - ელისაშვილის სკანდალური განცხადება
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა - ელისაშვილის სკანდალური განცხადებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები