პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქმის არსებით გადაწყვეტამდე, შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით დადგინდეს სტანდარტები, რომლითაც ჩვენ დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე უნდა დავიცვათ თავი - ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

საკონსტიტუციო სასამართლო

ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით წინასწარ განისაზღვროს მტკიცების საგანი, ტვირთი და სტანდარტები, რათა მოპასუხე მხარემ სათანადოდ დაიცვას თავი.

"ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და მოითხოვა საქმის არსებით გადაწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს განჩინება ან გასცეს წერილობითი განმარტება, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში განსაზღვრავს მტკიცების საგანს, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, მტკიცების სტანდარტს და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტებს.

ბიბილაშვილის თქმით, შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით უნდა დადგინდეს ის სტანდარტები, რომლითაც მოპასუხე მხარემ დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე თავი უნდა დაუცვას.

"საქმის არსებით გადაწყვეტამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს განჩინება ან გასცეს წერილობითი განმარტება, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში განსაზღვრავს: პირველი, მტკიცების საგანს თითოეულ მოპასუხესთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ წინაპირობასთან მიმართებაში. მეორე, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის გათვალისწინებით. მესამე, მტკიცების სტანდარტს, რაზეც უკვე მოგახსენეთ და ბოლო, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტებს. დადგინდეს შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით აი ის სტანდარტები, რომლითაც ჩვენ ახლა დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე უნდა დავიცვათ თავი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა – ბიბილაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები