"ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია, ყოჩაღ" - ლევან ბეჟაშვილი მეუფე იობის განცხადებაზე
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს დაუპირისპირდა, რაზეც ენმ-ის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა: „ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია, ყოჩაღ“.

პოლიტიკური განცხადებები ამბიონიდან - ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი ხელისუფლებას და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს უპირისპირდება. ქადაგებაში ამბობს, რომ სასულიერო პირები დღეს სიმართლეს აღარ ლაპარაკობენ, ხელისუფლებამ კი თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა.
მიტროპოლიტი იობი ის სასულიერო პირია, რომელიც არ მალავს საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მიმართ. არაერთხელ ითხოვდა პატიმარი სააკაშვილის გათავისუფლებასაც, მხარს უჭერდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც პატრიარქ ილია მეორეს უპირისპირდებოდნენ, მას თავადაც სურდა პატრიარქობა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული საქმე კი, რომელიც მის სახელს უკავშირდება, მე-6 საუკუნის ისტორიული ძეგლის, ზღუდერის ეკლესიის განადგურებაა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მეუფე იობი მათი პარტიის მხარდამჭერი არ არის და "ნმაცმოძრაობას" მუდმივად აკრიტიკებს. ლევან ბეჟაშვილი მიტროპოლიტის ბოლო განცხადებას დადებითად აფასებს.
"არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. მუდმივად აკრიტიკებს "ნაციონალურ მოძრაობას". ძალიან კარგი განცხადება გაუკეთებია, ყოჩაღ", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…