არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე პოზიცია ჰქონდეს
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკის გამო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს, საერთოდ უნდა შემოუშვან თუ არა ისინი სხდომათა დარბაზში.

ისე მოიხსენიებენ მოსამართლეს, სასამართლოს, რომ საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, ამაზე შესაძლებელია სასამართლოს ცალკე ჰქონდეს პოზიცია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
„მათ მიაჩნიათ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ისინი არ ენდობიან და თანაზიარი არიან როგორც „ნაცმოძრაობის“, ისე „ახლისა“ და გახარიას პარტიისა. მათი თითოეული ნათქვამი არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციისა და სამართლებრივი სახელმწიფოსი“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სასამართლო სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…