გიგა ფარულავა – კეთილგონიერმა ხელისუფლებამ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა მის მიერ დაზიანებული სტრატეგიული პარტნიორობა აღადგინოს, სამწუხაროდ, „ოცნება“ საპირისპიროდ მოქმედებს
გიგა ფარულავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაზიანებული სტრატეგიული პარტნიორობა უნდა აღადგინოს, თუმცა „ოცნება“ საპირისპიროდ მოქმედებს. საგარეო უწყების ცნობით, საქართველო ბრიუსელის ფორუმზე მიწვეული არ ყოფილა.

დღეს კეთილგონიერმა ხელისუფლებამ ყველა პლატფორმა, შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა მის მიერ დაზიანებული სტრატეგიული ურთიერთობა, პარტნიორობა აღადგინოს, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, „ოცნება“ საპირისპიროდ მოქმედებს, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ვერ აისახება.
„დაკავშირებადობის თვალსაზრისით, ბრიუსელში მნიშვნელოვანი ფორმატი იყო. მნიშვნელოვანი იყო, ეს ფორმატი საქართველოს გამოეყენებინა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროა, როდესაც საქართველო აბსურდული ბრალდებებით ამ კონკრეტულ შეხვედრაზე არ მონაწილეობდა. დღეს კეთილგონიერმა ხელისუფლებამ ყველა პლატფორმა, შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა მის მიერ დაზიანებული სტრატეგიული ურთიერთობა, პარტნიორობა აღადგინოს. სამწუხაროდ, „ოცნება“ საპირისპიროდ მოქმედებს, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ვერ აისახება“, – აღნიშნა ფარულავამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…