პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შსს-მ და საბაჟო დეპარტამენტმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი 500-ზე მეტი აბი ამოიღეს და უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
იმედინიუსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის

დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო

დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული

საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის

მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე

გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“

შემცველი 500 აბზე მეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც

20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
  2. TV პირველიოპოზიციურინარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სამართალდამცველებმა თბილისში 1389 აბი ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები