მსოფლიო · 12 ნოემბერი, 23:04
ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან ირანის ფული და სრუტე უკვე შტატების ხელშია.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან "ეს დრო წარსულს ჩაბარდა".
დონალდ ტრამპის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უკვე შტატების კონტროლქვეშაა.
"ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება. ეს დრო, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. ჩვენს ხელშია მათი ფული - ასობით მილიარდი დოლარი - და, ასევე, მათი სრუტე", - აცხადებს შტატების პრეზიდენტი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…