პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევს

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოქართული ოცნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ცნობით, სამცხე-ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი, რომლებიც თითქმის 20 მილიონ ლარს განკარგავენ, სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციას წლებია უკანონოდ არ ავსებს.

გამჭვირვალობა: სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევს
ფორმულა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს სტატიას - "რას მალავენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ხალხის ჯიბიდან თითქმის 20 მილიონი ლარი ჩააბარეს."

გამჭვირვალობის ცნობით, სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევს და სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციას წლებია არ ავსებს.

აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით თუ მუნიციპალური ააიპის წლიური დაფინანსება 100 000 ლარს აღემატება, მისი ხელმძღვანელი ვალდებულია საკუთარი ქონება და შემოსავლები გაასაჯაროოს. ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ამ 11 ორგანიზაციას მარტო 2024 დან 2026 წლამდე ბიუჯეტიდან 19.6 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო, თუმცა მათი უფროსები ქონებრივ მდგომარეობას უკანონოდ მალავენ.

გამჭვირვალობის ინფორმაციით, ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის ძმა - ჯემალ ქიმაძე 2021 წლიდან მართავს "ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს", რომელმაც სამ წელში 4.47 მილიონი ლარი მიიღო (მარტო 2026 წელს 1.88 მილიონი). ინფორმაციის თანახმად, მას დეკლარაცია არასდროს შეუვსია, ძმები ქიმაძეები კი თანამდებობრივი შეუთავსებლობის კანონს უკვე 6 წელია არღვევენ.

ასევე, მხითარ რსტაკიანი, "ახალქალაქის სერვის ცენტრის" დირექტორი, რომელიც 2022 წლიდან ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელმაც სამ წელში ბიუჯეტიდან 4.41 მილიონი ლარი მიიღო, თუმცა დეკლარაცია არასდროს ჩაუბარებია.

ანდრანიკ ბდოიანი, ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსია, სამ წელში მისმა სამსახურმა 2.23 მილიონი ლარი მიიღო, თავად კი არცერთი დეკლარაცია არ შეუვსია.

ნოდარ გვარამაძე („ასპინძის კეთილმოწყობა“, 2.2 მილიონი ლარი), მამუკა დემეტრაძე („ადიგენის წყალმომარაგება“, 1.47 მილიონი ლარი) და ლევან მარუაშვილი („ასპინძის გარეგანათება“, 1.43 მილიონი ლარი): მილიონიანი დაფინანსების მიუხედავად, სავალდებულო დეკლარაციებს არც ისინი ავსებენ.

გიორგი ბეროშვილი, ახალციხის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე და სასაფლაოების მართვის ცენტრის დირექტორია, (526 000 ლარი) რომელსაც თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე დეკლარაცია არასდროს შეუვსია.

"კანონს ასევე არღვევენ ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრების დირექტორები: რუიზან ქიმაძე, მზიური პაპაშვილი, სირანუშ ტონაკანიანი და გაიანე სიმონიანი (მანამდე კი ტიგრან ეგოიანი).

როცა მილიონობით საბიუჯეტო ლარის განმკარგავი პირები საკუთარ ქონებას უკანონოდ მალავენ, სახელმწიფო კი ამაზე თვალს ხუჭავს, ეს პირდაპირ ახალისებს ნეპოტიზმსა და კორუფციას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურირას მალავენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ხალხის ჯიბიდან თითქმის 20 მილიონი ლარი ჩააბარეს? - TI
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რას მალავენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ხალხის ჯიბიდან თითქმის 20 მილიონი ლარი ჩააბარეს? - TIწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები