რას მალავენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ხალხის ჯიბიდან თითქმის 20 მილიონი ლარი ჩააბარეს? - TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, სამცხე-ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელთაც ჯამში 19.6 მლნ ლარზე მეტი განკარგეს, ქონებრივ დეკლარაციებს უკანონოდ არ ავსებს.

რას მალავენ ჩინოვნიკები, რომლებსაც ხალხის ჯიბიდან თითქმის 20 მილიონი ლარი ჩააბარეს? - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო წერს.
TI აღნიშნავს, რომ სამცხე ჯავახეთში 11 მუნიციპალური ორგანიზაციის დირექტორი კანონს ღიად არღვევს და სავალდებულო ქონებრივ დეკლარაციას წლებია არ ავსებს.
კანონმდებლობით, თუ მუნიციპალური ააიპის წლიური დაფინანსება 100 000 ლარს აღემატება, მისი ხელმძღვანელი ვალდებულია საკუთარი ქონება და შემოსავლები გაასაჯაროოს.
კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ "ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ამ 11 ორგანიზაციას მარტო 2024 დან 2026 წლამდე ბიუჯეტიდან 19.6 მილიონ ლარზე მეტი გამოეყო, თუმცა მათი უფროსები ქონებრივ მდგომარეობას უკანონოდ მალავენ":
ჯემალ ქიმაძე, ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის ძმა: 2021 წლიდან მართავს „ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს“, რომელმაც სამ წელში 4.47 მილიონი ლარი მიიღო (მარტო 2026 წელს 1.88 მილიონი). მას დეკლარაცია არასდროს შეუვსია, ძმები ქიმაძეები კი თანამდებობრივი შეუთავსებლობის კანონს უკვე 6 წელია არღვევენ.
მხითარ რსტაკიანი, „ახალქალაქის სერვის ცენტრის“ დირექტორი: 2022 წლიდან ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომელმაც სამ წელში ბიუჯეტიდან 4.41 მილიონი ლარი მიიღო, თუმცა დეკლარაცია არასდროს ჩაუბარებია.
ანდრანიკ ბდოიანი, ნინოწმინდის კომუნალური, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი: სამ წელში მისმა სამსახურმა 2.23 მილიონი ლარი მიიღო, თავად კი არცერთი დეკლარაცია არ შეუვსია.
ნოდარ გვარამაძე („ასპინძის კეთილმოწყობა“, 2.2 მილიონი ლარი), მამუკა დემეტრაძე („ადიგენის წყალმომარაგება“, 1.47 მილიონი ლარი) და ლევან მარუაშვილი („ასპინძის გარეგანათება“, 1.43 მილიონი ლარი): მილიონიანი დაფინანსების მიუხედავად, სავალდებულო დეკლარაციებს არც ისინი ავსებენ.
გიორგი ბეროშვილი, ახალციხის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე და სასაფლაოების მართვის ცენტრის დირექტორი (526 000 ლარი): თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე დეკლარაცია არასდროს შეუვსია.
კანონს ასევე არღვევენ ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრების დირექტორები: რუიზან ქიმაძე, მზიური პაპაშვილი, სირანუშ ტონაკანიანი და გაიანე სიმონიანი (მანამდე კი ტიგრან ეგოიანი).
როცა მილიონობით საბიუჯეტო ლარის განმკარგავი პირები საკუთარ ქონებას უკანონოდ მალავენ, სახელმწიფო კი ამაზე თვალს ხუჭავს, ეს პირდაპირ ახალისებს ნეპოტიზმსა და კორუფციას"- წერს ორგანიზაცია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…