პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ფოტოხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლების ფოტოალბომების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

კულტურის სამინისტრო

17 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართველი ფოტოხელოვანების ფოტოალბომების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. გამოცემებში გივი შეყილაძის, იური მეჩითოვის, შახვალად აივაზოვისა და სხვა ავტორების მემკვიდრეობაა წარმოდგენილი.

ქართული ფოტოხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლების ფოტოალბომების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება
რუსთავი 2

კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობით, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ინიციატივით ეროვნულ ბიბლიოთეკაში 17 ნოემბერს 17:00 საათზე ქართული ფოტოხელოვნების, ყველასათვის კარგად ნაცნობი წარმომადგენლების ფოტოალბომების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ფოტოალბომებში გაერთიანებულია იმ ფოტოხელოვანთა შემოქმედება, რომელთა სახელები ქართული ფოტოხელოვნების ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გამოცემები მკითხველს გააცნობს გივი შეყილაძის, გოგი გიორგობიანის, შახვალად აივაზოვის, იური მეჩითოვის, სპარტაკ ჯანიაშვილის, ვანო შლამოვის, თამაზ ბიბილურის, ვარლამ გენგიურის, რამაზ ნაცვლიშვილის, რუბენ რუხკიანისა და მიხეილ კვირიკაშვილის ფოტოგრაფიულ მემკვიდრეობას.

ღონისძიების ადგილი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, კომპოზიტორისა და სიმღერების ავტორის, ავთო შარვაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები