პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის მსხვილი ბანკების ონლაინ მომსახურებაში შეფერხება დაფიქსირდა - JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Bank of America-ს ათასობით მომხმარებელი პრობლემებს უჩივის

აშშ-ის მსხვილი ბანკების — JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Bank of America-ს ათასობით მომხმარებელს ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას პრობლემები შეექმნა. JPMorgan Chase-ის განცხადებით, შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

აშშ-ის მსხვილი ბანკების ონლაინ მომსახურებაში შეფერხება დაფიქსირდა - JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Bank of America-ს ათასობით მომხმარებელი პრობლემებს უჩივის
რუსთავი 2

აშშ-ის მსხვილ ბანკებში ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას შეფერხება დაფიქსირდა.

როგორც CNN წერს, აშშ-ის მსხვილი ბანკების ათასობით მომხმარებელმა ონლაინ მომსახურებით სარგებლობისას პრობლემების შესახებ განაცხადა. კერძოდ, JPMorgan Chase-ის, Wells Fargo-სა და Bank of America-ს მომხმარებლები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ონლაინ საბანკო სერვისით ვერ სარგებლობენ.

JPMorgan Chase-ის განცხადებით, შეფერხება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. ბანკში აცხადებენ, რომ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

"ზოგიერთი ტრანზაქციის შესრულებას ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება, თუმცა მომხმარებლებს კვლავ აქვთ წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და თანხებზე", – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

როგორც CNN წერს, JPMorgan Chase-ის მომსახურებაში პრობლემების შესახებ 4 700-ზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
AP: JPMorgan Chase-ის ტექნიკურმა შეფერხებამ აშშ-ის რამდენიმე მსხვილ ბანკსა და Zelle-ის გადარიცხვების სისტემაში პრობლემები გამოიწვიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები