ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ“ – ზურაბ ფარჯიანი

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ირონიულ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა სხვების თვალში ინტელექტუალი, განათლებული და ნაკითხი ტიპის შთაბეჭდილება დატოვოს, რაც, მისი თქმით, გარკვეული ტერმინების, ფილოსოფოსების სახელებისა და მუსიკალური ნაწარმოებების უადგილოდ გამოყენებას მოიცავს.

,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ“ – ზურაბ ფარჯიანი
,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ“ – ზურაბ ფარჯიანიალია

დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი;

,,რა უნდა ვქნათ, თუ გვინდა რომ ჭკვიან, ნაკითხ, განათლებულ интелектуал ტიპად გამოვჩნდეთ. რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

● აუცილებლად ვახსენებთ სიტყვა “ეგზისტენციალურს”; თუნდაც უკონტექსტოდ;

● ფსევდოლიბერალური – ეს სიტყვაც საჭიროა. რაღაცნაირი სხვა პეწი და შნო აქვს;

● აუცილებლად ვახსენებთ “ისტმატს”, “დიამატს”, “ფიზმატს”, “მეხმატს” და “შახმატს”; მაინც ვერავინ გაიგებს ეგენი რა შუაშია ან ჩაკითხვა ეუხერხულებათ;

● აქვე აუცილებელია რომელიმე გერმანელი ფილოსოფოსი. აი შოპენჰაუერი მაგალითად. თან შოპენია და თან რაარაცნაირად რუტგერ ჰაუერია – ორი ერთში. ამას ჩავამატოთ ფიხტე, ორი კონა კანტი და ნიცშე, ზემოდან მოვაყაროთ ცოტა კირკეგორი, ცოტა პაბლო ნერუდა, მარკესი და თომას მანი გემოვნებით;

● და აუცილებლად მუსიკა – ამ წამს რაც მახსენდება – ბახის ფუგები. ეგრევე მიაჭრი “დომინო” ან “მოდუსში” და კონსულტანტს ეუბნები “3 ცალი ბახის ფუგა”-თქო, თან ზემოდან ამატებ “შენთვის ახლა ბახის ფუგა ჩინურია და მაინც”, რომ ეგრევე მიხვდეს რაამხელა ინტელექტუალი დგას მის წინაშე.

● და ბოლოს – ამ დროს აბსოლუტურად აუცილებელია ყველანაირი იუმორის და საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის გრძნობა წაშლილი გქონდეს ადამიანს.

ეს ყველაზე ძნელია სხვათაშორის”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.