პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლე პენის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს

ნატო

მარინ ლე პენი აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინის მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს და აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, თუმცა დამატებითი ფინანსური რესურსი არ გააჩნია.

ლე პენის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს
ნეტგაზეთი

ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული ერთობის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი უკრაინისთვის მატერიალური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს.

მისი თქმით, საფრანგეთს არ აქვს საბიუჯეტო რესურსი უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გასაწევად, თუმცა შეასრულებს უკრაინის მიმართ უკვე აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის ერთობლივ სესხის ფარგლებში.

ამის შესახებ ლე პენმა საფრანგეთში უკრაინის ელჩთან, ვადიმ ომელჩენკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.

განცხადების თანახმად, ლე პენმა ელჩს სთხოვა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაეცა, რომ იგი მზად არის მას ბრიუსელში ან პარიზში შეხვდეს. თავის მხრივ ომელჩენკომ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლე პენი უკრაინაში იყო მიწვეული.

უკრაინის ელჩის თქმით, ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპას, და განსაკუთრებით საფრანგეთს, საკუთარი ადგილი ჰქონდეს.

ომელჩენკომ განაცხადა, რომ მან და ლე პენმა განიხილეს თავიანთი პოზიციები უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე თანამშრომლობის საკითხები ციფრულ, ბირთვული ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებში.

ლე პენი, რომელსაც წარსულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ აღფრთოვანება აქვს გამოხატული, ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც კიევისთვის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2027 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, მარინ ლე პენი ფავორიტად მიიჩნევა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობომარინ ლე პენმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი კიევს ფინანსურად ვეღარ დაეხმარება
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარინ ლე პენმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთი კიევს ფინანსურად ვეღარ დაეხმარებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები