პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, მე მას აწგარდაცვლილ ილიასა და ბიძინას შორის დაპირისპირებას დავარქმევდი, გაიმარჯვებს… ილია II” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ქართული ოცნება

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეკლესიის მოთოკვის მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში დაიწყება დიდი დაპირისპირება, სადაც ილია II გაიმარჯვებს.

,, მე მას აწგარდაცვლილ ილიასა და ბიძინას შორის დაპირისპირებას დავარქმევდი, გაიმარჯვებს… ილია II” – ირაკლი ტაბლიაშვილი
ალია

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი:

,,მე რა ვიცი, აკონტროლებს თუ არა ივანიშვილი… მაგალითად ლაშა ნაცვლიშვილს! გოგა ხაინდრავას; მალხაზ გულაშვილს ან ვინმე სხვას, ვინც ენა გადაიგდო და უტევს და უტევს მეუფე იობს!

თუ აკონტროლებს და იმას ავალებს, რასაც ესენი სჩადიან-კადრულობენ, ხომ უარესია მისთვის და თუ ვერ აკონტროლებს და, უარესზე უარესი!

პატრიარქი ილია II გარდაიცვალა და, “ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ ეკლესიას საბოლოოდ მოუგრეხდა კისერს!

მაგრამ, თუ ასე გაგრძელდა, ანუ – თუ გაგრძელდა თავგასულობა ბიძინასი და მათ შორის ეკლესიის მოთოკვის მცდელობა, ბილოს მივიღებთ… დიდ დაპირისპირებას და ამ დაპირისპირებაში (მე მას აწგარდაცვლილ ილიასა და ბიძინას შორის დაპირისპირებას დავარქმევდი), გაიმარჯვებს… ილია II.

რომელიც გარდაცვლილია! და, ვინ იცის და, სულაც არ უნდოდა დაეტოვებინა ასეთი ჯიუტი (სწორედაც რომ ჯიუტი) ზოგიერთი ღვთისმსახური, მაგრამ, გამოუვიდა კი!“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,მეუფე იობის ქადაგების მიღმა – რა ხდება ეკლესიასა და ერში?“ – გოჩა მირცხულავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები