პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აკაკი ალადაშვილი: „მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ ეუთოს მივმართეთ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. ახლა დაველოდოთ მათ პასუხს და, იმედია, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“

ეუთოსაკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ალადაშვილის განცხადებით, საქართველომ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართა, თუმცა ამავდროულად ორგანიზაციასა და მის საპარლამენტო ასამბლეას შიდა საქმეებში ჩარევასა და ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.

აკაკი ალადაშვილი: „მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ ეუთოს მივმართეთ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. ახლა დაველოდოთ მათ პასუხს და, იმედია, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“
POSTV

„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ ეუთოს მივმართეთ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. ახლა დაველოდოთ მათ პასუხს და, იმედია, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი ალადაშვილმა ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობის საკითხზე მიმდინარე პროცესსა და საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ეუთო არ არის კლასიკური გაგებით საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგრამ ფორმალურად და ფაქტობრივად ის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნქციებს ასრულებს. ზოგადად, დღეს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იმყოფება კრიზისში და არა მხოლოდ ეუთო. მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წელს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია დატოვა – მათ შორის ვენეციის კომისია – იმ მოტივით, რომ, როგორც ბატონმა რუბიომ აღნიშნა, ისინი სუვერენიტეტს უქმნიან საფრთხეს და არ არიან ეფექტურები. ასევე, „ამნესთი ინთერნეიშენალსაც“ კი უწოდეს თაღლითური ორგანიზაცია.

შესაბამისად, აშკარაა, რომ ასეთ ორგანიზაციებს, როგორიც ეუთოა, ზოგადად პრობლემა აქვთ სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ისინი გადასულები არიან ზეწოლაზე და გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგით მოქმედებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი შიდა ორგანიზაციის ინტერესებით იყვნენ დაკავებულნი, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს უგულებელყოფენ. ეს ჩვენთან მიმართებაშიც კარგად ჩანს – როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთი რეზოლუცია მიიღო, სადაც მოლოტოვის კოქტეილების მსროლელებს პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებენ და მათ გათავისუფლებას გვთხოვენ.

ასევე, მოგეხსენებათ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა მოგვიწოდეს, უკან გამოგვეთხოვა ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მიზნით, მაშინ როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი თავმჯდომარე მანამდე რადას დეპუტატი იყო და პირადად აქვს მიღებული მონაწილეობა უკრაინაში 22 პოლიტიკური პარტიის აკრძალვაში (თანაც ისე, რომ იქ ამ პარტიებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი არ მიუმართავთ და ეს ბევრად გამარტივებული წესით გააკეთეს). დღეს კი ეს ადამიანი ჩვენ გვაკრიტიკებს და ჩვენს შიდა საქმეებში ერევა.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ უკვე მივმართეთ ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. დაველოდოთ მათ პასუხს და, იმედია, ამ შემთხვევაში მაინც მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები