პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი – ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული

ეუთო

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპის კონკრეტული სახელმწიფოები ცდილობენ ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხი საქართველოს წინააღმდეგ პოზიციის დასაფიქსირებლად გამოიყენონ.

მაკა ბოჭორიშვილი – ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობის საკითხზე მიმდინარე პროცესსა და საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის. ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი. მომავალ წელს ეუთო-ს არ ჰყავს თავმჯდომარე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. კვიპროსთან დაკავშირებით გასულ წელს ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პოზიციის გამო და ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული ქვეყნები, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ, რომ კვლავ გამოიყენონ ეს საკითხი იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დააფიქსირონ პოზიცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.

„თუმცა კონკრეტული პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და შეიძლება, ითქვას, რომ ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ ეუთო-ს ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ჰყავდეს თავმჯდომარე ქვეყანა მომავალ წელს და ეს თავმჯდომარე ქვეყანა, თუკი იქნება საქართველო, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციის მუშაობაში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
  2. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
  3. POSTVსამთავრობომაკა ბოჭორიშვილი: „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული“
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიბოჭორიშვილმა დაასახელა ქვეყნები, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობაზე საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეუთოს თავმჯდომარეობის საკითხზე არსებული უთანხმოება შესაძლოა კრიზისით და უპრეცედენტო შედეგით დასრულდეს - წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციების გამო, ახალი თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები