ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ომბუდსმენი ელისაშვილის საქმეზე სააპელაციოს "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართავს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. ომბუდსმენის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი ავტომატურად გააიგივა პოლიტიკური პროტესტის მოტივთან.

ომბუდსმენი ელისაშვილის საქმეზე სააპელაციოს "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართავს
ომბუდსმენი ელისაშვილის საქმეზე სააპელაციოს "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართავსფორმულა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

იოსელიანი მიმართვაში აღნიშნავს, რომ განაჩენის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სათანადო ყურადღება არ დაუთმო სპეციალური განზრახვის, კერძოდ, ტერორისტული მიზნის გამოკვეთას და იგი, ავტომატურად, ალექსანდრე ელისაშვილის პოლიტიკური პროტესტის მოტივთან გააიგივა.

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მიმოიხილა საერთაშორისო სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ასევე სამეცნიერო და სხვა ნაშრომები სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტების, უშუალოდ ტერორისტულ დანაშაულებთან მიმართებით სპეციალური განზრახვის გამოკვეთის მნიშვნელობისა და, ასევე, მოტივისა და მიზნის გამიჯვნის საჭიროების შესახებ.

"სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის მცდელობაში...

აღსანიშნავია, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს. როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს...

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ტერორისტული აქტის დროს 110 ლარი იქნებოდა ზარალი?“ - სააპელაციო სასამართლო ელისაშვილის საქმეს განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები