პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილის საქმეზე სააპელაციოს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით მიმართავს

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ტერორისტული მიზნის, როგორც დანაშაულის აუცილებელი შემადგენელი ელემენტის, სამართლებრივ დასაბუთებაზე.

ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილის საქმეზე სააპელაციოს “სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით მიმართავს
ალია

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა.

ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი:

“სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ სასამართლოს განაჩენს, რომლითაც ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორისტული აქტის მცდელობაში…

აღსანიშნავია, რომ ტერორისტული აქტი არის სპეციალური მიზნით განსაზღვრული დანაშაული, რომლისთვისაც „ტერორისტული მიზანი“ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. აღნიშნულ მოთხოვნას თავად სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს და ტერორისტული მიზნის სამ კატეგორიას გამოყოფს. როგორც სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნაწილი, იგი წარმოადგენს სასამართლო განხილვისათვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხს, რომელიც სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტებით გამყარებული უნდა იყოს…

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მეტ სიცხადეს შეიტანს სამართლებრივი საკითხის განხილვის პროცესში და დაეხმარება სააპელაციო სასამართლოს, მოცემული დანაშაული და მისი შემადგენელი ელემენტები შეაფასოს იმ სამართლებრივი სიზუსტით, როგორც ამას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, დანაშაულის სპეციფიკა, დასაბუთების სტანდარტები და სამართლის ზოგადი პრინციპები მოითხოვს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიიოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
  2. ფორმულაოპოზიციურიომბუდსმენი ელისაშვილის საქმეზე სააპელაციოს "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართავს
  3. პირველი არხისამთავრობოსახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სახალხო დამცველი - საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემს მოსაზრებას გავუგზავნი - ეს დოკუმენტი არ იქნება არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის სასარგებლო, ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ჩამონათვალიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები