პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერე

საქართველოს პარლამენტი

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს და ყველა მხარე პაციენტის ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს. მან განსაკუთრებული ყურადღება მედიკამენტების ფასწარმოქმნის საკითხს დაუთმო.

მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერე
შენი ექიმი

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციის – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროში ბიზნესთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ჩართული ყველა მხარე პაციენტის საუკეთესო ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდეს.

მიხეილ სარჯველაძემ დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება ფარმაცევტული პროდუქტების ფასწარმოქმნის საკითხს დაუთმო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური თანამშრომლობა და მუდმივი კომუნიკაცია, რათა ფასებთან დაკავშირებული საკითხები სათანადოდ იყოს შესწავლილი და გათვალისწინებული.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის უწყვეტი დიალოგის მნიშვნელობას ასევე – შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის შედეგად სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს.

ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა
  2. რუსთავი 2სამთავრობოჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვაა - მიხეილ სარჯველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: შენი ექიმი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის მთავარი პრინციპი პაციენტის ინტერესების დაცვააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები