პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურა ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ნარკორეალიზაცია სისხლისსამართლებრივად არ უნდა ისჯებოდეს - კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ნარკორეალიზატორების უფლებები ირღვევა და მათ დაცვას საკუთარ მისიად მიიჩნევს

ქართული ოცნება

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნარკორეალიზაცია სისხლისსამართლებრივად არ უნდა ისჯებოდეს და ნარკოგამსაღებლების უფლებების დაცვას საკუთარ მისიად მიიჩნევს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მის პოზიციას გარე ლობისტების დავალების უსიტყვო მორჩილება უწოდა.

პოლიტიკოსი, რომელიც წლებია ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლას აანონსებს, ამტკიცებს, რომ ნარკორეალიზაცია სისხლისსამართლებრივად არ უნდა ისჯებოდეს. ზურაბ ჯაფარიძემ YouTube-ზე ერთ-ერთ პოდკასტში თქვა, რომ ე.წ. ბარიგების უფლებების ლობირება მისი პოლიტიკური მრწამსის შემადგენელია. "გირჩი" ამბობს, რომ მომაკვდინებელი ნარკოტიკული საშუალებების გასაღება ადამიანის თავისუფლების გამოხატულებაა, რომელიც არ უნდა ისჯებოდეს.

გარე ლობისტების დავალების უსიტყვო მორჩილება - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯაფარიძის განცხადების პათოსს. ირაკლი კობახიძის აზრით, ჯაფარიძე და მისი თანამოაზრეები, ე.წ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ამ ფორმით გავრცელებას წლებია ცდილობენ, მიზანი კი ქვეყანაში ღირებულებითი სისტემის მანკიერი მიდგომებით შეცვლაა.

ჯაფარიძის იდეების ღიად გაზიარება დღეს მისივე კოალიციის წევრებმა და პოლიტიკურმა პარტნიორებმაც კი ვერ გაბედეს. თქვეს, რომ ე.წ. ბარიგობა მძიმე დანაშაულია, თუმცა მათი დამცველი კოლეგა არ გაუკრიტიკებიათ.

ზურაბ ჯაფარიძეს და მის იდეურ მოკავშირეებს ოპოზიციიდან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. ამბობენ, რომ მსგავსი მავნებლური იდეოლოგიის დაუფარავად ლობირება ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითია. ნარკორეალიზაციის ბუნებრივ მოვლენად გამოცხადება და მხარდაჭერა კი, "ოცნების" წევრების აზრით, ოპოზიციის ელექტორალური განულების ერთ-ერთი წინაპირობაა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საკუთარი პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებების შესახებ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა. კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ნარკორეალიზატორების უფლებები ირღვევა და მათ დაცვას საკუთარ მისიად მიიჩნევს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნარკორეალიზატორებს იცავს - მმართველი გუნდის შეფასებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  2. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ჭეიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ ქვეყანას, ჩაძირავენ ნარკოტიკში
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ ჯაფარიძე – არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე ეს არ არისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები