პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ ჯაფარიძე – არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე ეს არ არის

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნარკოტიკის გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს, რადგან ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ნივთიერების ყიდვა-გაყიდვა სახელმწიფოს საქმე არ არის.

ზურაბ ჯაფარიძე – არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე ეს არ არის
პირველი არხი

მე არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „იუთუბარხზე“, ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მას არ ჰგონია, რომ სახელმწიფო ამაში უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში მრავალი წლით გამოკეტოს.

„ერთი ზრდასრული ადამიანი მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი ნებით იმას ამაში ფულს უხდის, რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე ეს არ არის. ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ ერთიც თავისუფალია, მეორეც თავისუფალია. კისერი უტეხია ერთსაც და მეორესაც, პირობითად ვამბობ. უხეში ფორმაა რასაც ვამბობ, მაგრამ მაინც.

არ მგონია, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში გამოკეტოს ბევრი წლით. მერე ჩვენ გადასახადები უნდა ვიხადოთ, რომ იმას კიდევ ვაჭამოთ და ვასვათ, ციხეში შევინახოთ. სიგიჟე მგონია ეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები და მე გამოვდივარ იმათ დამცველად, ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ და მე ამას არ შევიცვლი არასოდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ გირჩი ჯაფარიძე: მე გამოვდივარ ე.წ ბარიგების დამცველად და ვიძახი, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თენგიზ შარმანაშვილი ჯაფარიძის განცხადებაზე: მაცხოვარი ამბობდა, რომ ცხვრის ქურქში გახვეული მგელი უფრო საშიშია მგელზე. ასეთმა შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს, ხოლო როდესაც მგელი სახეს არ მალავს და მისი მიმდევარი ხდები, მერე სალაპარაკოც აღარაფერი გაქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები