,, ცოტა ჰიჩკოკი რომ გადაიღებდა, ისე ზარავთ ეს სიტყვა” – ნიკა გვარამია
„ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სასამართლო პროცესებზე მმართველი გუნდის წუხილების ტრიადა — „აქცია, სანქცია, არაღიარება“ გამოიკვეთა, ხოლო სასამართლოს განსაკუთრებულ შიშს სიტყვა „ვეტინგი“ ჰგვრის.

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,მოკლედ, ამ სასამართლო პროცესების განმავლობაში, ჯერ მოსარჩელეებმა და შემდეგ მოსამართლეებმა შეკითხვებით ჩამოაყალიბეს ქოცური წუხილების წმინდა ტრიადა:
აქცია, სანქცია, არაღიარება.
ვითომ რომ არ ანაღვლებთ, წავლენ-წამოვლენ, მაინც ამას უბრუნდებიან და მაინც ამაზე გვეკითხებიან: რატომ, როდემდე, რისთვის. Why, Michele, why?!!!!!
თავისი მოკრძალებული შფოთი თავად სასამართლომაც ამოთქვა: ვეტინგი. ცოტა ჰიჩკოკი რომ გადაიღებდა, ისე ზარავთ ეს სიტყვა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეების წესიერების შემოწმება სამართლიანი და მიუკერძოებელი არბიტრის მიერ.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…