მოსამართლემ პოლიტიკოსს ჰკითხა, რატომ ითხოვენ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას უცხოელების დახმარებით
მოსამართლე ევა გოცირიძემ ნიკა გვარამიას ჰკითხა, ხომ არ ნიშნავს ვეტინგში უცხოელების მონაწილეობა სუვერენიტეტის დათმობას. გვარამიამ უპასუხა, რომ პროცესი შიდასახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა.

რამდენად მისაღებია ვეტინგის ისეთი მოდელი, რომელშიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესში უცხოელ წარმომადგენლებს არსებითი და გადამწყვეტი როლი აქვთ? - ეს კითხვა მოსამართლე ევა გოცირიძემ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას დაუსვა.
მოსამართლე დაინტერესდა, ხომ არ გულისხმობს ეს სასამართლო სისტემის მოწყობისა და მოსამართლეთა შერჩევის საკითხებში სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობას.
თავის მხრივ გვარამიამ თქვა, რომ ვეტინგი სუვერენიტეტის დათმობად არ მიაჩნია და მას შიდასახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებად განიხილავს.
გვარამიამ ახსნა, რომ ვეტინგის პროცესში უცხოელების მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები მათ ნაცვლად უნდა მიიღონ.
პოლიტიკოსის მოსაზრებით, შესაძლებელია შეიქმნას მიუკერძოებელი ადამიანებისგან შემდგარი პანელი, რომელშიც, მაგალითად, "ევროტოლის" ან მსგავსი ტიპის ზენაციონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.
გვარამიას განმარტებით, ევროკავშირი საქართველოს ეუბნება, რომ არსებული სასამართლო სისტემით ის ევროკავშირის კრიტერიუმებს ვერ პასუხობს, თუმცა კონკრეტულად ვეტინგის შემოღებას არ ავალდებულებს - ეს რეკომენდაციული ხასიათის ინსტრუმენტია.
"ევროკავშირი ჩვენ ამ ვეტინგს კი არ გვალდებულებს, ის გვეუბნება, რომ ამ სასამართლო სისტემით ევროკავშირის კრიტერიუმებს თქვენ ვერ პასუხობთ.
ჩემი შემოთავაზებაა, როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტის, ეს: თუ თქვენ სხვა ინსტრუმენტი გაქვთ, გააკეთეთ სხვა ინსტრუმენტით, ოღონდ შედეგი მაჩვენეთ, რომ მიიღწა. ეს რეკომენდაციული ხასიათისაა, როგორც მათი ერთ-ერთი შემოთავაზება".— განაცხადა გვარამიამ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…