ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ორგანიზებულ „შაბათის მარშზე“: როდესაც აქცია მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია, იქ უკვე იწყება ბრალდებების მთელი კასკადი
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული „შაბათის მარში“ მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია, რის გამოც აქციაზე ურთიერთბრალდებები დაიწყო.

როდესაც აქცია მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია, იქ უკვე იწყება ბრალდებების მთელი კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის ორგანიზებულ ე.წ. შაბათის მარშზე საუბრისას, რომელიც ოპოზიციის აქტივისტების დაპირისპირების მიზეზი გახდა.
„ჩვენ, პოლიტიკური პარტიების შემთვევაში იგივე სურათი ვიხილეთ, როდესაც ერთმანეთის ბრალდებებით იყვნენ და არიან დაკავებულები. ანალოგიურ სურათს ვუყურებთ ამ აქციის ორგანიზატორსა და მონაწილეებს შორის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…