პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

როგორ გამოიყურება დღეს პროტესტი და რატომ იკრძალება აზრის გამოხატვის თავისუფლება თავად დემონსტრანტების მხრიდან - აქტივისტის, თამუნა გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში უთანხმოება მოჰყვა

ფედერალისტები

აქტივისტ თამუნა გიორგაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის მარშში მონაწილეობას აღარ მიიღებს, თანამოაზრეების კრიტიკა და თამარ ჩერგოლეიშვილის მხრიდან მისი პოზიციის „რწყილის გატყავებასთან“ შედარება მოჰყვა.

აქტივისტმა, თამუნა გიორგაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ე.წ შაბათის მარშში მონაწილეობას აღარ მიიღებს. გიორგაძემ ისიც თქვა, რომ უკმაყოფილოა მსვლელობის ორგანიზატორების ქმედებებით და არ სურს, მათ გადაწყვეტილებებთან ასოცირდებოდეს. აქტივისტის ამ განაცხადს თანამოაზრეებში კრიტიკა და დაპირისპირებაც მოჰყვა.

ოპოზიციისთვის გამოცხადებულ უარზე თავად ოპოზიცია დუმს. ერთადერთი, ვინც დღეს მათი მხარდამჭერი აქტივისტების დაპირისპირებაზე ისაუბრა თამარ ჩერგოლეიშვილია. "ფედერალისტების" ლიდერს სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება არ მოეწონა. მეტიც, თამუნა გიორგაძის პოზიცია რწყილის გატყავებას შეადარა.

მოვლენების მსგავსი განვითარება არ უკვირთ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ როდესაც პროტესტი შინაარს კარგავს, ერთობაც აღარ არსებობს. კანონმდებლების თქმით, ოპოზიციის მიმართ საზოგადოების გაუცხოება, თავად ოპოზიციის პოლიტიკის შედეგია.

სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აქტივისტმა სტატუსი წაშალა და ახალი გამოაქვეყნა, თუმცა ამ პოსტშიც აღნიშნა, რომ იტოვებს გამიჯვნის და საკუთარი, განსხვავებული აზრის უფლებას.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ქადაგიშვილი თამუნა გიორგაძეზე: როდესაც მიზანდაკარგული და შინაარსგამოცლილია აქცია, იქ უკვე იწყება ბრალდებების მთელი კასკადიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები