პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლელოს" წევრები გამოდიოდნენ და ურცხვად ამბობდნენ, თითქოს სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვიათ. როდესაც "ნაცმოძრაობას" წარმოადგენ, მიუხედავად იმისა, რა საარჩევნო სიმბოლიკა გაქვს, ერთადერთი თავდაცვის საშუალება მხოლოდ ტყუილია - გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოლელოსაქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის უარყოფით ურცხვად იტყუებოდა, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძის წარდგენილ „საქართველოს დაცვის აქტში“ პირდაპირ იყო მოთხოვნილი რუსული ბიზნესისა და ფრენების შეზღუდვა.

"ლელოს" წევრები გამოდიოდნენ და ურცხვად ამბობდნენ, თითქოს სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვიათ. როდესაც "ნაცმოძრაობას" წარმოადგენ, მიუხედავად იმისა, რა საარჩევნო სიმბოლიკა გაქვს, ერთადერთი თავდაცვის საშუალება მხოლოდ ტყუილია - გორდულაძე
რუსთავი 2

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში, "ლელომ" სანქციების დაწესების მოთხოვნა უარყო - ეს მაშინ, როდესაც პარტიის ლიდერები პირდაპირ აცხადებდნენ და მოითხოვდნენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, რუსული ბიზნესის აკრძალვას და სანქციების პაკეტებთან საქართველოს მიერთებას, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქვეყნის ეკონომიკას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, "ლელოს" წარმომადგენლები სხდომაზე "ურცხვად იტყუებოდნენ", როდესაც ამბობდნენ, რომ სანქციების დაწესება არასდროს მოუთხოვიათ.

არჩილ გორდულაძის განმარტებით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ხარ, მიუხედავად იმისა, რა საარჩევნო სიმბოლიკა გაქვს წარმოდგენილი, ერთადერთი თავდაცვის საშუალებად მხოლოდ და მხოლოდ ტყუილის თქმა რჩება.

"ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდნენ სანქციებთან დაკავშირებით და ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოყალიბდნენ, რომ თითქოს "ლელოს" არასდროს არ მოუთხოვია რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მაშინ როდესაც 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა საქართველოს დაცვის აქტი. აი, ამ "საქართველოს დაცვის" აქტში პირდაპირ არის მითითებული და მამუკა ხაზარაძეზე ახლა, იმედია, არ იტყვიან, რომ მათი თავმჯდომარე არ იყო ან ახლა აღარ არის. ის ამბობდა, რომ რუსეთს უნდა დავუწესოთ ფრენები, რუსული ბიზნესი არ უნდა შემოდიოდეს საქართველოში, სანებართვო მოსაკრებლები უნდა დავაწესოთ რუსული ბიზნესისთვის, ფონდებს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საქართველოში საქმიანობისთვის. რა არის ეს, თუ არა ორმხრივი სანქციების დაწესება? და ახლა გამოდიოდნენ და ურცხვად ამბობდნენ წარმომადგენლები, თითქოს მათ სანქციების დაწესება არ მოუთხოვიათ არასდროს. როდესაც ხარ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რა საარჩევნო სიმბოლიკა გაქვს წარმოდგენილი, ერთადერთი თავდაცვის საშუალებად მხოლოდ და მხოლოდ ტყუილის თქმა რჩება და ამას ამბობენ კიდეც.

მაგალითად: "ლელოს" წარმომადგენელი დღეს, რომელიც წარსულში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, დღეს ასე ამტკიცებდა, რომ პარტიების წარმომადგენლებს და დამკვირვებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თავიანთი მოვალეობები შეესრულებინათ, იმიტომ, რომ რეგისტრატორთა მაგიდები ძალიან ახლოს იდგა თურმე კედელთან. და რას ამტკიცებდა, რომ გადაღება სამაგიდო სიებისა და ვერიფიკაციის აპარატებისა, ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ახლაც არის სამართალდარღვევა. მას წარმოუდგენია, რომ სამართალდარღვევების არჩადენა და პირიქით ამისი აკრძალვა, ეს ხელს უშლის სადამკვირვებლო ფუნქციების განხორციელებას. ორი ვარიანტია, ან ამ ბატონმა არ იცის, ზოგადად, რა არის საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო კანონმდებლობა, ან იცის და უტიფრად იტყუება. ახლა თვითონვე გადაწყვიტონ "ლელოს" წარმომადგენლებმა, მათი წარმომადგენელი იყო არაკომპეტენტური თუ უტიფარი მატყუარა", - განაცხად არჩილ გორდულაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარჩილ გორდულაძე - არაკონსტიტუციური პარტიებისთვის პარალელური სამყარო და ცხოვრება არსებობს - იმედია, „ლელო“ არ იტყვის, რომ მამუკა ხაზარაძე მათი თავმჯდომარე არ იყო ან აღარ არის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე - „ნაცმოძრაობა” სააკაშვილს ემიჯნება, „ახალი“ ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას, თურმე ელისაშვილი „ლელოსთან“ არაფერ შუაშია, შეიძლება იქამდე მივიდეს საქმე, გახარიას პარტიამ თქვას, რომ ის მათი თავმჯდომარე არაა - ტყუილი, ტყუილი და ტყუილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები