ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი – ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების თუ ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეს ცივილიზაციური უფსკრულია, რაზეც აშშ ევროკავშირს ესაუბრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფებისა და ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება. მისი თქმით, ეს არის ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის მხარდაჭერა და ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც აშშ ევროკავშირს ესაუბრება.

შალვა პაპუაშვილი – ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების თუ ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეს ცივილიზაციური უფსკრულია, რაზეც აშშ ევროკავშირს ესაუბრება
შალვა პაპუაშვილი – ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების თუ ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეს ცივილიზაციური უფსკრულია, რაზეც აშშ ევროკავშირს ესაუბრებაპირველი არხი

ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდეს იმ წყალში, რომელში შესვლამაც მას კარგი არაფერი მოუტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად მისაღებია, რომ „„დანიის კულტურის ინსტიტუტის“ პროექტის, „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, ოთხწლიანია და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ფესტივალზე მოწვეული იყოს მუსიკოსი „კორძი“, რომელმაც „ქართული ოცნების“ ათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“.

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერა ისევ გრძელდება.

„მათ შორისაა ბახმაროს შეხვედრა, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არათუ ჭკუა ისწავლეს და დასკვნები გამოიტანეს, არამედ ზუსტად ისევ გრძელდება რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში. ევროკავშირის ფული როდესაც ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება, როგორც ვნახე, ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია, ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება. აი, ეს არის ფაქტი.

ვხედავთ, რომ ევროკავშირის, ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც აშშ ესაუბრება ევროკავშირს, იმის გამო, რომ ოღონდ შენს პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო სხვა ქვეყანაში და პირდაპირ აფინანსებ ექსტრემისტებს, რადიკალებს და ფაშისტური იდეოლოგიების დამამკვიდრებლებს. ეს უნდა მივიღოთ ფაქტად. იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ამ საკითხზე გამოხმაურება ექნება, რადგან ბრიუსელს არ აინტერესებს ქართველი ხალხის რეაქცია, პოზიტია. მათ აქვთ განსაზღვრული დღის წესრიგი – საქართველოში დესტაბილიზაცია, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის დამხობის მხარდაჭერაში კომისიის პრესსპიკერის მხრიდან. ასე რომ, ამ გეგმას მიჰყვებიან. არ ადარდებთ აქ რა მოხდება, როგორც 4 ოქტომბერი არ ადარდებდათ, სისხლისღვრას რომ გადავურჩით. იმ სისხლისღვრას, რომელზეც საქართველოს 7 ათასი მოქალაქე მიდიოდა. სისხლისღვრაზე რომ მიდიოდნენ, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. ეს არის ფაქტი, რომ ევროპული ფულით, ამ ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშისტური იდეოლოგიის დამამკვიდრებლების დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მათ შორისაა ბახმაროს შეხვედრა, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, არათუ ჭკუა ისწავლეს და დასკვნები გამოიტანეს, არამედ ზუსტად ისევ გრძელდება რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში. ევროკავშირის ფული როდესაც ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება, როგორც ვნახე, ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია, ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება. აი, ეს არის ფაქტი. ვხედავთ, რომ ევროკავშირის, ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც აშშ ესაუბრება ევროკავშირს, იმის გამო, რომ ოღონდ შენს პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო სხვა ქვეყანაში და პირდაპირ აფინანსებ ექსტრემისტებს, რადიკალებს და ფაშისტური იდეოლოგიების დამამკვიდრებლებს. ეს უნდა მივიღოთ ფაქტად. იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ამ საკითხზე გამოხმაურება ექნება, რადგან ბრიუსელს არ აინტერესებს ქართველი ხალხის რეაქცია, პოზიტია. მათ აქვთ განსაზღვრული დღის წესრიგი – საქართველოში დესტაბილიზაცია, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის დამხობის მხარდაჭერაში კომისიის პრესსპიკერის მხრიდან. ასე რომ, ამ გეგმას მიჰყვებიან. არ ადარდებთ აქ რა მოხდება, როგორც 4 ოქტომბერი არ ადარდებდათ, სისხლისღვრას რომ გადავურჩით. იმ სისხლისღვრას, რომელზეც საქართველოს 7 ათასი მოქალაქე მიდიოდა. სისხლისღვრაზე რომ მიდიოდნენ, რომელსაც მხარი დაუჭირა ევროკომისიამ. ეს არის ფაქტი, რომ ევროპული ფულით, ამ ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშისტური იდეოლოგიის დამამკვიდრებლების დაფინანსება“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი მომღერალ „კორძის“ კონცერტის შესახებ: „როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები