შალვა პაპუაშვილი: „ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა თუ
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული და ევროკავშირის სახსრები საქართველოში რადიკალიზმის, ექსტრემიზმისა და ფაშისტური იდეოლოგიის მქონე პირების დასაფინანსებლად გამოიყენება. მან უპასუხა კითხვას დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ხელოვნების სახლის მიერ „კორძის“ კონცერტის დაანონსებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს დესტაბილიზაციას ემსახურება.

„ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდეს იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მან უპასუხა კითხვას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, დანიის კულტურის ინსტიტუტისა და ხელოვნების სახლის მიერ სექტემბრის ბოლოსთვის „კორძის“ კონცერტს დაანონსებას ეხებოდა. ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, რამდენად მისაღებია, ფესტივალის სახედ გამოიყენო ადამიანი, რომელმაც მილიონზე მეტ ქართველს მიაყენა შეურაცხყოფა.
„მათ შორისაა ბახმაროში შეხვედრა, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება… ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ზუსტად ისევე გრძელდება რადიკალიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში. როდესაც ევროკავშირის ფული ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება (როგორც ვნახე, ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია), ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება.
ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც აშშ ესაუბრება ევროკავშირს – იმის გამო, რომ ოღონდ შენ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო სხვა ქვეყანაში, მზად ხარ და აფინანსებ ექსტრემისტებს, რადიკალებს და ფაშისტური იდეოლოგიების დამამკვიდრებლებს.
ეს უნდა მივიღოთ ფაქტად. იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ამ საკითხზე გამოეხმაურება ექნება, რადგან ბრიუსელს არ აინტერესებს ქართველი ხალხის პოზიცია. მათ აქვთ განსაზღვრული დღის წესრიგი, საქართველოს დესტაბილიზაცია, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის მხარდაჭერაში კომისიის პრესსპიკერის მხრიდან. ასე რომ, ამ გეგმას მიჰყვებიან. არ ადარდებთ, აქ რა მოხდება, როგორც 4 ოქტომბერი არ ადარდებდათ, სისხლისღვრას რომ გადავურჩით. ეს არის ფაქტი, რომ ევროპული ფულით ამ ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშისტური იდეოლოგიის დამამკვიდრებლების დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს
- რუსთავი 2როდესაც ფაშისტური სლოგანების ავტორები ევროკავშირის ფულით ფინანსდებიან, ეს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის დაფინანსებასა და წახალისებას ნიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ჯგუფების თუ ადამიანების დასაფინანსებლად გამოიყენება, ეს ცივილიზაციური უფსკრულია, რაზეც აშშ ევროკავშირს ესაუბრება
ციტატები სტატიიდან
„ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდეს იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა“
„მათ შორისაა ბახმაროში შეხვედრა, არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება… ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ზუსტად ისევე გრძელდება რადიკალიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერა საქართველოში. როდესაც ევროკავშირის ფული ექსტრემისტების დასაფინანსებლად იხარჯება (როგორც ვნახე, ეს ადამიანი ფაშისტური შეძახილების ავტორია), ფაშისტური სლოგანების ავტორები როდესაც ფინანსდებიან ევროკავშირის ფულიდან, ეს არის საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშიზმის წახალისება. ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული, რაზეც აშშ ესაუბრება ევროკავშირს – იმის გამო, რომ ოღონდ შენ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიო სხვა ქვეყანაში, მზად ხარ და აფინანსებ ექსტრემისტებს, რადიკალებს და ფაშისტური იდეოლოგიების დამამკვიდრებლებს. ეს უნდა მივიღოთ ფაქტად. იმედი არ მაქვს, რომ ვინმეს ამ საკითხზე გამოეხმაურება ექნება, რადგან ბრიუსელს არ აინტერესებს ქართველი ხალხის პოზიცია. მათ აქვთ განსაზღვრული დღის წესრიგი, საქართველოს დესტაბილიზაცია, რაც ვნახეთ 4 ოქტომბრის მხარდაჭერაში კომისიის პრესსპიკერის მხრიდან. ასე რომ, ამ გეგმას მიჰყვებიან. არ ადარდებთ, აქ რა მოხდება, როგორც 4 ოქტომბერი არ ადარდებდათ, სისხლისღვრას რომ გადავურჩით. ეს არის ფაქტი, რომ ევროპული ფულით ამ ორგანიზაციების გამოყენებით ხდება ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და ფაშისტური იდეოლოგიის დამამკვიდრებლების დაფინანსება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…