სოციალური მედია: ცირკში, სავარაუდოდ, ბოლო წარმოდგენა გაიმართა!!! შენობა გაიყიდა და არსებობს საფრთხე, რომ ცირკს ფუნქცია შეუცვალონ ან საერთოდ დაანგრიონ
თქვენც შემოგვიერთდით! გააზიარეთ ეს პოსტი, მონიშნეთ თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია კომენტარებში.

სოციალურ მედიაში შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება:
SOS!
დღეს თბილისის ცირკში, სავარაუდოდ, ბოლო წარმოდგენა გაიმართა!!!!!
შენობა გაიყიდა და არსებობს საფრთხე, რომ ცირკს ფუნქცია შეუცვალონ ან საერთოდ დაანგრიონ.
მოვითხოვოთ:
* შეჩერდეს შენობის შესაძლო დემონტაჟი და ფუნქციის შეცვლა, ვიდრე მისი მომავალი არ გაირკვევა;
* შენარჩუნდეს თბილისის ცირკის შენობა და მისი ისტორიული დანიშნულება;
* საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია შენობის გაყიდვისა და სამომავლო გეგმების შესახებ;
* გაიმართოს საჯარო განხილვა ცირკის მომავლის გადასაწყვეტად.
მოვუწოდებ თბილისის მერიას და კულტურის სამინისტროს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ ამ საკითხში!
თქვენც შემოგვიერთდით! გააზიარეთ ეს პოსტი, მონიშნეთ თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია კომენტარებში.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…