ხატია დეკანოიძე: მეტროს ვაგონების შეკეთებისთვის გამოყოფილი 41 მილიონი მოუპარავთ ქოცებს
დღეს გახდა ცნობილი, რომ დააკავეს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის დირექტორი და კიდევ 3 პირი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი „დაეუფლნენ მეტროს ვაგონების რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილ 41 105 298 ლარს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე:
მეტროს ვაგონების შეკეთებისთვის გამოყოფილი 41 მილიონი მოუპარავთ ქოცებს.
მეტრო სტრატეგიული ობიექტია, მისი გამართული მუშაობა არის სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის მოვალეობა, თბილისის მერია უშუალოდ პასუხისმგებელია, რომ ქალმა, კაცმა ბავშვმა, მოხუცმა და საქართველოს ყველა მოქალაქემ უსაფრთხოდ იმგზავროს. ამისთვის, ტექნიკურად გამართული ვაგონები სასიცოცხლო პირობაა.
ვის აინტერესებს ადამიანების უსაფრთხოება. 41 მილიონი მოიპარეს და ხალხის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
კალაძე რატომ არ არის პასუხისმგებელი ამ ფაქტზე? პარტიებს არ კრძალავენ 20 წლის წინ ინდივიდუალური პასუხისმგებლობების გამო?
ცნობისათვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ დააკავეს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის დირექტორი და კიდევ 3 პირი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი „დაეუფლნენ მეტროს ვაგონების რემონტისა და მოდერნიზაციისთვის გამოყოფილ 41 105 298 ლარს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…