59:14 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას...
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა ანგარიშით 59:14 დაამარცხა და ერთა თასზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. ნოემბრის ეტაპზე „ბორჯღალოსნები“ მომდევნო შეხვედრებს ტონგასთან და აშშ-სთან გამართავენ.

შეხვედრა ტურნირის ნოემბრის ეტაპის ნაწილია. ახალი ფორმატის შეჯიბრებაში 12 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად არიან განაწილებული. გუნდები ერთმანეთს ჯგუფთაშორისი პრინციპით ხვდებიან.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს. ტურნირის ფორმატის მიხედვით, ჯგუფის გამარჯვებული ჩემპიონი გახდება.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეჯიბრება მნიშვნელოვანია 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების თვალსაზრისითაც.
2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, საქართველომ ზაფხულში სამივე თამაში მოიგო (ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან) და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია. კანადამ ზაფხულის კამპანიისას ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი დათმო. ის 7 ქულით ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში ბოლო ადგილზეა, თუმცა ამ ჯგუფის ექვსი ბინადრიდან ოთხს, 7 ქულა აქვს და ჩრდილოამერიკელები ბოლო ადგილზე დამატებითი მაჩვენებლებით არიან.
ნოემბრის ფანჯარაში საქართველო კანადის შემდეგ 14 ნოემბერს ტონგას, ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს უმასპინძლებს.
კანადა კი საქართველოს შემდეგ 14 ნოემბერს საფრანგეთში ჰონკონგს, ხოლო 20 ნოემბერს ბუქარესტში მასპინძელ რუმინეთს ეთამაშება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…