აგვისტოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა | რამ იქონია გავლენა პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ზრდაზე?
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად განპირობებული იყო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, დამმუშავებელი მრეწველობისა და ენერგოპროდუქტების სფეროებში ფასების მატებით.

აგვისტოში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა. საქსტატის მონაცემებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.8%-იანი მატება.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 20.1%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (22.9%);
• დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.02 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (5.7%) და ძირითად ლითონებზე (10.1%);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2.6%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.28 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
• წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 6.3%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.2 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2026 წლის ივლისთან შედარებით ფასები 4.6%-ით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.34 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე.
ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.2%), რამაც -0.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. გარდა ამისა, ფასების 6.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.67 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…