ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზები

საქსტატი

2026 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა.

აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზები
აგვისტოში მშენებლობა თვის ჭრილში გაიაფდა, წლიურად კი 3.4%-ით გაძვირდა|მიზეზებიBM.GE

2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, რომელიც სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული დანახარჯების ცვლილებას აჩვენებს, წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, მათ შორის:

⦁ საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.6%-ით;

⦁ არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 4.7%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.6%-ით;

⦁ სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7%-ით.

რაც შეეხება ცვლილების განმაპირობებელ მიზეზებს, თვის ჭრილში ინდექსის 0.8%-ით კლება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.5%-იანი კლებით, რამაც -1.42 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი მშენებლობის ღირებულების ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 19.7%-იანი მატებით და სამშენებლო მასალების 0.8%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 2.31 და 0.48 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 29.2%-ით

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეკონომიკის სექტორებს შორის აგვისტოში კლება მხოლოდ მშენებლობაში დაფიქსირდა - საქსტატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები