ექსკლუზივი: "პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი
„პირველების“ ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისების საქმეზე თბილისის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი გელა ძიძიკაშვილი დააკავეს.

"პირველების" ინფორმაციით, დააკავეს თბილისის მერიის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის დირექტორი, გელა ძიძიკაშვილი.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
სს ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა, თბილისის მეტროს ვაგონებს ემსახურება - ამ კომპანიის წილის 50% მერია ეკუთვნის.
"პირველების" ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სავარაუდო მითვისებას.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურა რომ სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის საქმიანობას იკვლევდა, ეს ინფორმაცია "პირველებმა" რამდენიმე თვის წინ გაავრცელა.
მაშინ ამოიღეს დოკუმენტები და გამოკითხეს თანამშრომლებიც.
დედაქალაქის მერია მაშინ "პირველებს" ეუბნებოდა, რომ შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში შეისწავლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.
მერიაში ამბობდნენ, რომ აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს“ შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…