„ყველამ აგოს სათანადო პასუხი მომხდარზე!!!“ – ნანა ბუთხუზი
მსახიობი ნანა ბუთხუზი „ახალი თეატრის“ გაცოცხლებას და მომხდარზე პასუხისმგებელი პირების უმკაცრეს დასჯას მოითხოვს. მისი განცხადებით, თეატრის 20-თვიანი „სიკვდილი“ ქვეყნის ისტორიაში გამოუსწორებელი დაღია.

მსახიობი ნანა ბუთხუზი:
„კარგია არა, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის “ახალი თეატრის” გარეშე პროფესიული ცხოვრება?! ვის კისერზეცაა ამ თეატრის 20 თვიანი სიკვდილის პასუხისმგებლობა, აგონ უმკაცრესი პასუხი და არ არის საჭირო ყალბი ცრემლთა ღვრა, ფარისევლური შეცოდება, უმწეო თავის მართლება ამ სიკვდილზე, რომელიც სამუდამო და გამოუსწორებელი დაღია ამ ქვეყნის ისტორიაში!!! ვაფრთხილებ ყველას, ამ თეატრის დასს ვინც უსინდისო სიბინძურით შეეხება, დიონისეს რისხვის ეშინოდეს!!! ადამიანებზე ზრუნვით (სამართლიანობის სახელით), ადამიანების ბედით თამაში და მათზე მანიპულირება დანაშაულია!!!
მოვითხოვ თეატრის გაცოცხლებას!!! დროა!!!
ყველამ აგოს სათანადო პასუხი მომხდარზე!!! დანარჩენს, გავა დრო და ისტორია შესფასებს და აუცილებლად თავისით იტყვის!!! აუცილებლად!!!
2 კვირაში 2026 წლის დეკემბერია!!!
თავისუფლება და გამარჯვება ჩემს სამშობლოს!!!
თავისუფლება ანდროს და ბიჭებს!!!თავისუფლება ყველას, ვისაც უსამართლოდ და უკანონოდ მოექცნენ!!!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…