პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაანონსებული არ იყო იგი, როგორც ძალადობრივი აქცია... მოგვიანებით, ამგვარი განვითარება, უკვე ინციდენტური ძალადობა იყო - ნიკა გვარამია 4 ოქტომბერზე

საკონსტიტუციო სასამართლო

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის დემონსტრაცია ძალადობრივად დაანონსებული არ ყოფილა და მოგვიანებით ინციდენტური ძალადობის სახე მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლოს კითხვებს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია პასუხობს. ერთ-ერთი ძირითად მიმართულება, რომელზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები ყურადღებას ამახვილებენ 4 ოქტომბრის მოვლენებია.

მოსამართლეების კითხვის საპასუხოდ კი, გვარამია აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დემონსტრაცია, როგორც ძალადობრივი აქცია, ისე არ იყო დაანონსებული და მან ინციდენტური ძალადობის სახე მიიღო.

"აქციაზე ყოფნა ხომ არ ნიშნავს რაღაცაში მონაწილეობას, სახელმწიფო გადატრიალებად თუ კონსტიტუციური წყობილების დამხობად - ასეთი დამოკიდებულება ამ აქციისადმი არ გვქონია.

ჩვენ ვთქვით, რომ ვისაც უნდა, ის დაესწრება [აქციას], ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება. ოღონდ ეს აქცია ძალადობრივი არ იყო, ეს აქცია ასე არასდროს გამოცხადებულა.

ადამიანები მონაწილეობას მიიღებენ თუ არა აქციაში, რომელიც მშვიდობიანია, ერთი საკითხია, თუ ის გადაიზრდება ძალადობაში და ამ ძალადობაში ჩაერთვებიან თუ არა - ეს მეორე საკითხია...

დაანონსებული არ იყო იგი, როგორც ძალადობრივი აქცია, ამიტომ მასში მონაწილეობის მიღება, ნამდვილად არ აჩენდა იმ სივრცეს, რომ ადამიანი იღებდა მონაწილეობას ძალადობრივ აქციაში. ნებისმიერ შემთხვევაში, მოგვიანებით ამგვარი განვითარება, უკვე ინციდენტური ძალადობაა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უცნობია ის რა გეგმის ნაწილი იყო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს - უკვე დაანონსებულია 28 ნოემბერს აქცია, შეგიძლია მოხვიდეთ, ევროკავშირის მხარდასაჭერია - ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ძალადობრივი არ იქნება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას… არ შეიძლება, მოწონებას იმსახურებდეს ძალადობა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ძალადობაც არ მომეწონებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები