„აი, ის დროც დადგა, ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე რომ გადავიდა…“ – ნუკა არველაძე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სახელით ხალხი მდინარაძე-კობახიძის სიხარბემ და ძალაუფლების უზურპაციამ „მაიმუნებად აქცია“ და ივანიშვილის პოლიტიკა ფარატინა ქაღალდად იქცა.

ჟურნალისტი ნუკა არველაძე:
„აი, ის დროც დადგა, ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე რომ გადავიდა…
ადრე ,,მამუს“ რომ ეფიცებოდნენ ერთგულებას და მის ჭკუაზე დადიოდნენ — დღეს ვირთხას ეძახიან!!
ახლა ,,იკუს“ რომ უძახიან, ალბათ მალე მაგასაც მოუფიქრებენ რომელიმე მღრღნელის სახელს…
ყველა დროსა და ყველა საცობს მორგებული ბიზნესი კი — ტრადიციულად ახალ პატრონს შეასხამს დითირამბებს!!!
ოჯახის სიწმინდე, სამშობლო, ღირსება და ერთგულება იქცა ნარკომანებისა და ყოველგვარი მორალისგან დაცლილი ხალხის დასაცინად!
გაიხედავ და საზოგადო მოღვაწის, ჟურნალისტის ან პოლიტიკოსის მანტიას ისხამს ის, ვინც ზუსტად იცი, რომ პირწავარდნილი ნარკომანია!!!
ზიხარ, უყურებ ამ ყველაფერს, ფიქრობ და ხვდები — ის, რასაც #ბიძინაივანიშვილი -ს პოლიტიკა ერქვა, სადაც ფასობდა ოჯახი, სამშობლო და ადამიანი, 2024 წლის არჩევნების მერე უბრალოდ ფარატინა ქაღალდად იქცა!!
თითქოს არც კი ყოფილა წინა 12 წელი… თითქოს არასოდეს მდგარა საკითხი ასე!!!
დღეს გაიხედავ და ვიღაცის ,,ნაშა“, ოჯახების დამანგრეველი, ნარკომანი და უბრალოდ აღვირახსნილი უფრო დაფასებულია, ვიდრე განათლებული, წესიერი და საქმის მცოდნე ადამიანი!!
დღეს იმასაც ამბობენ — კობახიძე საქმის მოსაგვარებლად კურცხალია-მაჭავარიანთან უშვებს ხალხსო… იქ თუ დალაგდნენ და გაუმართლათ, მერე ეძლევათ სუნთქვის უფლება!!
ნაცებთან და გლობალისტებთან სრულ კოლაბორაციაში მყოფები კი თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ!!!
თითქოს აღარავინ დარჩა გამწევი ძალა, ვინც ამ უბედურებას გააჩერებს…
ზოგი ახლა გამოფხიზლდა… გუშინ მე რომ ჯვარზე გამაკრეს, დღეს სწორედ ისინი მასწრებენ განგაშის ზარის შემოკვრას!
არადა, წლებია ამას ვამბობ!
უბრალოდ, მე ეს ყველაფერი ბევრად ადრე დავინახე, გავიგე და ვთქვი ხმამაღლა!!
მე არ ვიცი, რა და როდის შეიცვლება, ან საერთოდ შეიცვლება თუ არა…
მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი — ეს სიკეთეს არავის მოუტანს! იმასაც კი, ვისაც დღეს ჰგონია, რომ ქერის ორმოშია და არაფერი აკლია!!!!
ასე რომ, ყველა, ვისაც კი ხელი მიუწვდება, საკუთარი თავის გადარჩენაზეა გადასული.
ამბობენ, ყველას ვისაც რამე გააჩნია თავისი ბიზნესაქტივები ნელ-ნელა გააქვს ქვეყნიდან — ზოგს ქეშად, ზოგსაც კრიპტოვალუტაში…
ბიზნესის 60% კი პირდაპირ ზის სახელმწიფო ტენდერებსა და ბიუჯეტის ფულზე!
და ამ დროს სახედავარცხნილი ნარკომანები მე და თქვენ გვიკითხავენ მორალს!!!!
და არ მკითხოთ, რას შვრება ბიძინა ივანიშვილი — რატომ არ მოქმედებს, იცის თუ არა, და ნუ იტყვით, რომ ეს, რაც ხდება, მხოლოდ მისი ბრალია!!!!
ეს თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობაა:
ვინც, როცა საჭირო იყო, ხმა არ ამოიღო!
ვინც, ნაცვლად რეალური შეფასებისა, კობახიძე-მდინარაძის ,,სბროდის“ ,,გაპრავებით“ იყო და დღემდე არის დაკავებული!
იმათი, ვინც უსამართლობას ტაშს უკრავდა და მუქთახორების ბანდას ,,რეფორმატორებს“ ეძახდა!!!
ახლა მაინც გამოფხიზლდით!!!
ახლა მაინც გააცნობიერეთ და თქვით ხმამაღლა, რომ ,,ქართული ოცნების“ სახელით მაიმუნებად გაქციათ მდინარაძე-კობახიძის სიხარბემ და ძალაუფლების უზურპაციამ!!
თან კორუფციასთან ბრძოლის სახელით — თავად კორუფციის ოკეანეში ლივლივებენ!!!!!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…