ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი სიმტკიცე, თქვენი უნიათობის, ჩათლახობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამ ქვეყანას დიდი ხანია თავზე ჩამოგვაქცევდნენ!“ – ნუკა არველაძე

ჟურნალისტ ნუკა არველაძის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემა კორუფციითა და ნეპოტიზმით გაივსო, ხოლო ბიძინა ივანიშვილის სიმტკიცე რომ არა, გარკვეული პირების უნიათობისა და უპასუხისმგებლობის გამო ქვეყანას დიდი ხანია თავზე ჩამოაქცევდნენ.

„რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი სიმტკიცე, თქვენი უნიათობის, ჩათლახობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამ ქვეყანას დიდი ხანია თავზე ჩამოგვაქცევდნენ!“ – ნუკა არველაძე
„რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი სიმტკიცე, თქვენი უნიათობის, ჩათლახობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამ ქვეყანას დიდი ხანია თავზე ჩამოგვაქცევდნენ!“ – ნუკა არველაძეალია

ჟურნალისტი ნუკა არველაძე:

„ვაახ, მართლა აღარ გაქვთ ნამუსი?!

ამ ქვეყანაში ვიღაცეების უპასუხისმგებლობამ, სიყალთაბანდემ, გაუმაძღრობამ და სითავხედემ ამხელა, უმძიმესი უსამართლობუს კორიანტელი დაატრიალა და კიდევ ხმას იღებთ?!

რაღაცამ ხომ უნდა შეგაწუხოთ?! მინიმალური სინდისი და სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გქონდეთ?!

ამხელა ნდობა გამოგიცხადათ ხალხმა, უზარმაზარი სამსახურები და პასუხისმგებლობა გაბარიათ და ვალდებულების გრძნობა ახლაც არ გინდათ გაგიჩნდეთ?! ასე მოპოვებული „თავისუფლება“ რად გიღირთ საერთოდ, ან როგორ გძინავთ?!

ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს – ვიღაცამ ფული გააკეთა, ვიღაცამ ამაზე თვალი დახუჭა, ვიღაცამ ორი კაპიკისთვის ხელი მოაწერა საბუთს, ვიღაცამ საერთოდ დაიკიდა და ფეხებზე დაიკიდა ქვეყანაც და ყველაფერიც!

განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე საერთოდ გადახვედით ყველანაირ ზღვარს – სისტემა მძორებით გაავსეთ, სადაც არ გაიხედავ — ყველგან კორუფცია, ნეპოტიზმი და ნათესავ-ახლობლების თბილ სავარძლებში ჩასმაა! სამსახურები კვალიფიკაციით კი არა, იმით ბარდება, ვინ ვისი მამიდაშვილი ან ძმაკაცია!

აი, ზუსტად ამ თქვენი ხამობის, კორუფციული ჭაობის, ნეპოტიზმისა და გაუმაძღრობის გამო, რაც ბოლო ორი წელია ქვეყანაში ხდება, მიდის მერე დარტყმები ბიძინა ივანიშვილზე და იმ ხალხზე ვინც მიუხედავად თქვენი უსინდისობისა არ უღალატა მას და მის გვერდითაა ახლაც ჩემი ჩათვლით.

ამ ადამიანმა

#ბიძინაივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის, უზარმაზარი რესურსი და ხალხის ნდობა ჩადო, რომ სახელმწიფო ფეხზე დაეყენებინა, თქვენ კი ზიხართ თქვენს თბილ სავარძლებში, კორუფციაში ითბობთ ხელებს, ნეპოტიზმით აწყობთ სანათესაოს და საერთოდ არ გადარდებთ, რომ თქვენს ნაგავ საქმეებს ბოლოს ისევ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და მისი ფაქტორი გადაეფარება ხოლმე!

რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი სიმტკიცე, თქვენი უნიათობის, ჩათლახობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამ ქვეყანას დიდი ხანია თავზე ჩამოგვაქცევდნენ!

ერთი წამით არ გიფიქრიათ იმაზე, რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ იმ ადამიანის წინაშე, ვინც ეს გუნდი შექმნა და გენდოთ?!

ამიტომ, ახლა მაინც ისწავლეთ კაცობა, გეყოთ ვაჟკაცობა და აღიარეთ!

აღიარეთ ის, რაც თქვენივე ხელით, თქვენი კორუფციული და ნეპოტისტური სქემებით გააფუჭეთ და ნუ ცდილობთ სხვებს გადააბრალოთ საკუთარი უსინდისობა! პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით!“

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვაახ, მართლა აღარ გაქვთ ნამუსი?! ამ ქვეყანაში ვიღაცეების უპასუხისმგებლობამ, სიყალთაბანდემ, გაუმაძღრობამ და სითავხედემ ამხელა, უმძიმესი უსამართლობუს კორიანტელი დაატრიალა და კიდევ ხმას იღებთ?! რაღაცამ ხომ უნდა შეგაწუხოთ?! მინიმალური სინდისი და სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გქონდეთ?! ამხელა ნდობა გამოგიცხადათ ხალხმა, უზარმაზარი სამსახურები და პასუხისმგებლობა გაბარიათ და ვალდებულების გრძნობა ახლაც არ გინდათ გაგიჩნდეთ?! ასე მოპოვებული „თავისუფლება“ რად გიღირთ საერთოდ, ან როგორ გძინავთ?! ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს – ვიღაცამ ფული გააკეთა, ვიღაცამ ამაზე თვალი დახუჭა, ვიღაცამ ორი კაპიკისთვის ხელი მოაწერა საბუთს, ვიღაცამ საერთოდ დაიკიდა და ფეხებზე დაიკიდა ქვეყანაც და ყველაფერიც! განსაკუთრებით ბოლო ორი წლის მანძილზე საერთოდ გადახვედით ყველანაირ ზღვარს – სისტემა მძორებით გაავსეთ, სადაც არ გაიხედავ — ყველგან კორუფცია, ნეპოტიზმი და ნათესავ-ახლობლების თბილ სავარძლებში ჩასმაა! სამსახურები კვალიფიკაციით კი არა, იმით ბარდება, ვინ ვისი მამიდაშვილი ან ძმაკაცია! აი, ზუსტად ამ თქვენი ხამობის, კორუფციული ჭაობის, ნეპოტიზმისა და გაუმაძღრობის გამო, რაც ბოლო ორი წელია ქვეყანაში ხდება, მიდის მერე დარტყმები ბიძინა ივანიშვილზე და იმ ხალხზე ვინც მიუხედავად თქვენი უსინდისობისა არ უღალატა მას და მის გვერდითაა ახლაც ჩემი ჩათვლით. ამ ადამიანმა #ბიძინაივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის, უზარმაზარი რესურსი და ხალხის ნდობა ჩადო, რომ სახელმწიფო ფეხზე დაეყენებინა, თქვენ კი ზიხართ თქვენს თბილ სავარძლებში, კორუფციაში ითბობთ ხელებს, ნეპოტიზმით აწყობთ სანათესაოს და საერთოდ არ გადარდებთ, რომ თქვენს ნაგავ საქმეებს ბოლოს ისევ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და მისი ფაქტორი გადაეფარება ხოლმე! რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი სიმტკიცე, თქვენი უნიათობის, ჩათლახობისა და უპასუხისმგებლობის გამო ამ ქვეყანას დიდი ხანია თავზე ჩამოგვაქცევდნენ! ერთი წამით არ გიფიქრიათ იმაზე, რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ იმ ადამიანის წინაშე, ვინც ეს გუნდი შექმნა და გენდოთ?! ამიტომ, ახლა მაინც ისწავლეთ კაცობა, გეყოთ ვაჟკაცობა და აღიარეთ! აღიარეთ ის, რაც თქვენივე ხელით, თქვენი კორუფციული და ნეპოტისტური სქემებით გააფუჭეთ და ნუ ცდილობთ სხვებს გადააბრალოთ საკუთარი უსინდისობა! პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით!“
ნუკა არველაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ - კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები