ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან, რათა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების საკითხები განიხილონ. შეხვედრას კაია კალასი უხელმძღვანელებს, ხოლო უკრაინის თავდაცვის მინისტრი ევგენი ხმარაც მონაწილეებს ვიდეოკონფერენციით მიმართავს.

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენინტერპრესნიუსი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს განიხილავენ.

ევროკავშირის მინისტრების შეხვედრას უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს. შეხვედრას შეუერთდება უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ევგენი ხმარაც, რომელიც მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიმართავს.

მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ევროკავშირის სასწავლო მისია უკრაინის სამხედროებისთვის, სამრეწველო თანამშრომლობა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოქმედება.

მინისტრები ასევე გაცვლიან მოსაზრებებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილება თავდაცვის სფეროში შესყიდვების საკითხი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კაია კალასი: უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ევროპის თავდაცვის პირველი ხაზიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები