მუხრანში კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოვლინდა
სოფელ მუხრანში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კუსტარულ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა და საყინულეში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფიზიკური პირი (ლ. ა.) უკანონო საქმიანობას ეწეოდა. ფაქტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.
მოკვლევის შედეგად, სააგენტოს ინსპექტორებმა აღმოაჩინეს და დალუქეს კუსტარული სასაკლაო და საყინულე მაცივარი, რომელშიც გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი იყო მოთავსებული.
კანონმდებლობის შესაბამისად, პირი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…