ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: „იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. არაბიზაციის კამპანია წარმოადგენს „ნამახვანჰესი 2“ კამპანიას, რომლის მიზანია მასშტაბური პროექტისა და ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დაზიანება. მისი თქმით, ამ კამპანიის უკან დგას იგივე ჯგუფი, რომელიც „ნამახვანჰესი 1“-ს აწყობდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ალტ ინფო“ და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შალვა პაპუაშვილი: „იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს
შალვა პაპუაშვილი: „იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰესPOSTV

„თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში, მიზნებს, აბსურდულ შინაარსს, მივხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია – როგორც მაშინ, როდესაც მიზანი იყო, ჩაშლილიყო ეკონომიკურად და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მაშინ მოახერხეს ეს. არა მხოლოდ 400 მილიონი ლარის კომპენსაციაა ის ზიანი, რაც მიადგა საქართველოს; ზიანი მიადგა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ყალბი კამპანიით. გასაჩივრებულია და ჯერ ველით გადაწყვეტილებას.

დღეის მდგომარეობით, არის არბიტრაჟის გადაწყვეტილება. მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, „ნაცმოძრაობისა“ და „ალტ ინფოს“ ერთობა. დღესაც იგივეს ვხედავთ – რომ ისინი ერთ ფრონტზე არიან საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე – რა მიზანი აქვს ე.წ. არაბიზაციის კამპანიას და არის თუ არა მცდელობა, დაზიანდეს მასშტაბური პროექტი.

„სამწუხაროდ, 2020-2021 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილი კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, დაფინანსების ბევრი წყარო, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერია, რომ არ დაუშვას ამგვარი აბსურდული კამპანია. იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2-ს“ ამ პროექტთან [„იგლ ჰილსის“] დაკავშირებით – „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ – ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ისინი „ალტ ინფოსთან“ ერთად გაერთიანდნენ და ახლა ვხედავთ: ეს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი, სინამდვილეში, ერთ მხარესაა.

რაც შეეხება შინაარსს, არაბიზაცია არის ტერმინი. „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც თავის დროზე პოლიტიკას ჩამოსცილდა და ახლა საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს, დებატებშიც კი იყო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან და ტერმინი „არაბიზაცია“ ვერც კი ახსენა, რადგან ეს არის აბსურდული იარლიყი, რომლითაც ცდილობენ „ნამახვანჰესი 2-ის“ გამეორებას.

თუ შევხედავთ საქართველოში მყოფი ადამიანების ეროვნულ შემდგენლობას, მთლიანად არაბული სამყარო რომ ავიღოთ, საქართველოს მოსახლეობის 0.3%-ია ჩვენთან მყოფი ადამიანები. არა მოქალაქეები, არამედ ყველა – ჯამში. ეს აქვე აჩვენებს ბრალდების აბსურდულობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც ჩართულია ამ კამპანიაში, მიზნებს, აბსურდულ შინაარსს, მივხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია – როგორც მაშინ, როდესაც მიზანი იყო, ჩაშლილიყო ეკონომიკურად და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მაშინ მოახერხეს ეს. არა მხოლოდ 400 მილიონი ლარის კომპენსაციაა ის ზიანი, რაც მიადგა საქართველოს; ზიანი მიადგა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ყალბი კამპანიით. გასაჩივრებულია და ჯერ ველით გადაწყვეტილებას. დღეის მდგომარეობით, არის არბიტრაჟის გადაწყვეტილება. მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, „ნაცმოძრაობისა“ და „ალტ ინფოს“ ერთობა. დღესაც იგივეს ვხედავთ – რომ ისინი ერთ ფრონტზე არიან საქართველოს წინააღმდეგ“
შალვა პაპუაშვილი
„სამწუხაროდ, 2020-2021 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილი კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, დაფინანსების ბევრი წყარო, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერია, რომ არ დაუშვას ამგვარი აბსურდული კამპანია. იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2-ს“ ამ პროექტთან [„იგლ ჰილსის“] დაკავშირებით – „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ – ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ისინი „ალტ ინფოსთან“ ერთად გაერთიანდნენ და ახლა ვხედავთ: ეს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყო განწყობილი, სინამდვილეში, ერთ მხარესაა. რაც შეეხება შინაარსს, არაბიზაცია არის ტერმინი. „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც თავის დროზე პოლიტიკას ჩამოსცილდა და ახლა საკუთარი თავის რეაბილიტაციას ცდილობს, დებატებშიც კი იყო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრთან და ტერმინი „არაბიზაცია“ ვერც კი ახსენა, რადგან ეს არის აბსურდული იარლიყი, რომლითაც ცდილობენ „ნამახვანჰესი 2-ის“ გამეორებას. თუ შევხედავთ საქართველოში მყოფი ადამიანების ეროვნულ შემდგენლობას, მთლიანად არაბული სამყარო რომ ავიღოთ, საქართველოს მოსახლეობის 0.3%-ია ჩვენთან მყოფი ადამიანები. არა მოქალაქეები, არამედ ყველა – ჯამში. ეს აქვე აჩვენებს ბრალდების აბსურდულობას“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ დაწყებული დეზინფორმაციული კამპანია - ე.წ. არაბიზაცია შიშებზე აგებულ დეზინფორმაციულ ნარატივად შეფასდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები