ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი "იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროტესტზე - სახეზე გვაქვს კამპანია „ნამახვანჰესი 2“ - ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“და „ნაცმოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი „ნამახვანჰესი 2“ კამპანიად შეაფასა. მისი თქმით, „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ენჯეოები“ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ერთ ფრონტზე მოქმედებენ.

შალვა პაპუაშვილი "იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროტესტზე - სახეზე გვაქვს კამპანია „ნამახვანჰესი 2“ - ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“და „ნაცმოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ
შალვა პაპუაშვილი "იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ პროტესტზე - სახეზე გვაქვს კამპანია „ნამახვანჰესი 2“ - ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“და „ნაცმოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგინტერპრესნიუსი

თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში; თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მიზნებს; თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მიხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „იგლ ჰილსის“ პროექტს უკავშირდებოდა.

როგორც მან აღნიშნა, ვინც „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, იგივე ჯგუფი აწყობს „ნამახვანჰეს 2-ს“ ამ პროექტთან დაკავშირებით.

„თუ შევხედავთ იმ ჯგუფის შემადგენლობას, ვინც ჩართულია ამ კამპანიაში; თუ შევხედავთ ამ ჯგუფის მიზნებს; თუ შევხედავთ აბსურდულ შინაარსს ამ კამპანიისა, მიხვდებით, რომ სახეზე გვაქვს „ნამახვანჰესი 2“ კამპანია. მაშინ მიზანი იყო ეკონომიკურად ჩაშლილიყო მნიშვნელოვანი პროექტი, ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტი და მაშინ მოახერხეს ეს. არამხოლოდ 400 მლნ დოლარის კომპენსაცია არის ის ზიანი, რომელიც მიადგა საქართველოს, არამედ ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას მიადგა ზიანი „ნამახვანჰესის“ ყალბი კამპანიით, გარედან მართული კამპანიით, აბსურდული არგუმენტებით. მაშინაც იყო ქსენოფობიური არგუმენტები, „ალტ ინფოსა“ და „ნაცმოძრაობის და დღესაც იმავეს ვხედავთ, რომ „ალტ ინფო“, „ნაც მოძრაობა“ ერთ ფრონტზე არიან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის „ნამახვანჰესის“ გამეორება, თუმცა მაშინ 2020-2021 წლებში საქართველო ვერ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ წინააღმდეგობა გაეწია გარედან დაგეგმილი ამ კამპანიისთვის და მათ შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის დაფინანსების ბევრი წყარო. იმ დაფინანსებისა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს საწინააღმდეგოდ, ჩაიკეტა და სახელმწიფო დღეს გაცილებით ძლიერია, რომ არ დაუშვას ამგვარი აბსურდული კამპანია.

ახლაც ვხედავთ, ყველა მედიაში ჩანს, რომ ვინც „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო საქართველოს წინააღმდეგ, იგივე ჯგუფი აწყობს „ნამახვანჰეს 2-ს“ ამ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ენჯეოები“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

20 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე, ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელიც გაერთიანება „კონსერვატორებმა” დააანონსეს. ორგანიზატორების აცხადებდნენ, რომ აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.