ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"რისკი ძალიან რეალურია, რომ 400 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისროს საქართველოს" - შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესი" პროექტის ჩაშლის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ "ნამახვანჰესის" პროექტის ჩაშლას საქართველოსთვის შესაძლოა 400 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისროს. მისი თქმით, პროექტი უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, რამაც ქვეყანას ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც დიდი ზიანი მიაყენა.

"რისკი ძალიან რეალურია, რომ 400 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისროს საქართველოს" - შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესი" პროექტის ჩაშლის შესახებ
"რისკი ძალიან რეალურია, რომ 400 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისროს საქართველოს" - შალვა პაპუაშვილი "ნამახვანჰესი" პროექტის ჩაშლის შესახებრუსთავი 2

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეროვნული ინტერესების ნაწილად მოიხსენია "ნამახვანჰესი", რომლის მშენებლობაც, მისი თქმით, ქვეყნის გარედან მიღებული დაფინანსებით ე.წ. ენჯეოები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დახმარებით ჩაიშალა, ამ ქმედებით კი, საქართველოს უდიდესი ზიანი მიადგა.

"რისკი ძალიან რეალურია, რომ 400 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისროს საქართველოს. გავიხსენოთ, რატომ ხდება ეს ყველაფერი - ვნახეთ, ოპოზიციისა და უცხოეთიდან დაფინანსებული "ენჯეოების" ერთობლივი მოქმედება, რომლებმაც ჩაშალეს ეს პროექტი. ეს იყო უცხოური დაფინანსების მქონე "ენჯეოების" და რადიკალური ოპოზიციის ერთობლივი კამპანია, რომელიც გარედან იყო დაფინანსებული, ამიტომაც იყო გამჭვირვალობა საჭირო.

სამართლიანი რომ იყოს ეს სამყარო, უნდა მივადგეთ აი ამ "სირცხვილიას" დამფინანსებელს, ევროკავშირი აფინანსებს, სხვათა შორის, იმ "მწვანე ალტერნატივას" დამფინანსებლებს და კაპიკ-კაპიკ გადავახდევინოთ ეს 400 მილიონი, იმიტომ, რომ ჩაშალეს საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივით.

მაშინ, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაეწია აი ამ პროპაგანდის ნიაღვრისთვის, რომელიც უცხოური მხარდაჭერით, დიდი ფულით, ხდებოდა, მათ შორის, პოლიტიკური მხარდაჭერითაც უცხოეთიდან, განცხადებების მხრივ.

დღეს სხვანაირი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს აღარავინ აღარ დაუშვებს. გარდა იმისა, რომ 400 მილიონი კომპენსაცია შეიძლება დაგვეკისროს, ამისა, ენერგოუსაფრთხოების მხრივ მოგვადგა უდიდესი ზიანი. რომელმა დონორმა მოიხადა ბოდიში, რომ მაშინ ეს ბოდვა დააჯერეს საზოგადოების ნაწილს და ჩაშალეს პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ნაწილი იყო.

აღარ მივცემთ საშუალებას, რომ გარე ძალებმა ჩვენ გვიკარნახონ, რა არის ჩვენი ინტერესი და მათ შორის, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, კომპანია "ენკამ", რომელსაც ჰესი უნდა აეშენებინა, საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა და ორი წლის წინ პარიზის სასამართლომ საქართველოს 400-ს მილიონამდე დოლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ქვეყანა ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ცდილობს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დამფინანსებლებს და კაპიკ-კაპიკ გადავახდევინოთ ეს 400 მილიონი, იმიტომ, რომ ჩაშალეს საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივით. მაშინ, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაეწია აი ამ პროპაგანდის ნიაღვრისთვის, რომელიც უცხოური მხარდაჭერით, დიდი ფულით, ხდებოდა, მათ შორის, პოლიტიკური მხარდაჭერითაც უცხოეთიდან, განცხადებების მხრივ. დღეს სხვანაირი მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს აღარავინ აღარ დაუშვებს. გარდა იმისა, რომ 400 მილიონი კომპენსაცია შეიძლება დაგვეკისროს, ამისა, ენერგოუსაფრთხოების მხრივ მოგვადგა უდიდესი ზიანი. რომელმა დონორმა მოიხადა ბოდიში, რომ მაშინ ეს ბოდვა დააჯერეს საზოგადოების ნაწილს და ჩაშალეს პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ნაწილი იყო. აღარ მივცემთ საშუალებას, რომ გარე ძალებმა ჩვენ გვიკარნახონ, რა არის ჩვენი ინტერესი და მათ შორის, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.