,,სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი” – ალექსანდრე რაქვიაშვილი
„გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიშვილი აცხადებს, რომ ქართულ უნივერსიტეტებს პოლიტიკური დებატებისაც კი ეშინიათ და „სერბეთამდე ჯერ შორი გზაა“. ამასთან, იგი ბრაზილიაში ლულას გამარჯვებას თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან ცუდ შედეგად აფასებს.

გირჩის წევრი, ალექსანდრე რაქვიშვილი:
,,სერბეთზე ისე აღელდა ხალხი, გეგონება, ჩვენთან უნივერსიტეტები ისეთივე პოლიტიკურად აქტიურები არიან, როგორც იქ, და აი, ცოტაც და პროტესტის ავანგარდში აღმოჩნდებიან. პროტესტი კი არა, პოლიტიკური დებატების ჩატარების ეშინიათ ჩვენ უნივერსიტეტებს, ხოლო პროტესტების დროს არდადეგებს აცხადებდნენ 🙂 ასე რომ სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი.
ხოლო, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს ბრაზილიაში კომუნისტი ლულას გამარჯვება. ეს არის თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან ცუდი შედეგი, რადგან ლულას ბრაზილია კომუნისტური იდეების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია. ჩვენი მტერი კი, პირველ რიგში, ზუსტად რომ კომუნიზმი და სხვა სოციალისტური შხამია, რომელიც ადამიანის ტვინებს წამლავს. იყო შანსი, რომ ერთი ამორალური რეჟიმით ნაკლები იქნებოდა სამყაროში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…